spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აცალეთ ღარიბაშვილს! ხომ ხედავთ, რომ აქვს ამ კაცს...

“აცალეთ ღარიბაშვილს! ხომ ხედავთ, რომ აქვს ამ კაცს ეროვნული მუხტი” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის (1995-1999 და 1999-2004 წლებში) დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შეფასებისას ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორზე საუბრობს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მას:

პატრიოტიზმი არამზადების უკანასკნელი თავშესაფარია“-ო -ბრძანა სამუელ ჯონსმა.
ყოველთვის მაღიზიანებდა ეს ფრაზა. არ ვეთანხმებოდი…

აი, ანეკდოტი რომ არის მეგრელზე, კახელს რომ გახეთქავს ღომის ჭამით და ბოლოს ჰკითხავს – გაგეხსნა ხომ გონებაო? ზუსტად ეგრე დამემართა გუშინ.

მდინარაძეს ვუსმინე… სამშობლოზე, ტრადიციებზე, ოჯახზე, სიყვარულზე და გაგებაზე “ბაზრობდა”… აბააა…. მდინარაძე… )))))) სხვებიც, მაგრამ მდინარაძით მაინც სულ სხვაა…

ე, ბიჭო, რაღაც ხომ უნდა არსებობდეს ადამიანში?! სირცხვილის გრძნობა, ნამუსი, სხვისი თუ არა, საკუთარი თავის პატივისცემის განცდა… დღეს რომ გაპატრიოტდე და კონსერვატორი გახდე, ქვეყნის ტრადიციების და ეროვნული ღირებულებების დაცვა დაიწყო, სულ ცოტა, აი, სულ-სულ ცოტა – შარლ მიშელს არ უნდა ჰყავდე ნახმარი!!!

არა რაა… არაა ამათი საშველი…

აცალეთ ღარიბაშვილს! ხომ ხედავთ, რომ აქვს ამ კაცს ეროვნული მუხტი. აქვს სამშობლოს განცდა და ხალხიც უჯერებს, რომ ალალად პატრიოტია.
რას ეტენებით?! რას ეწილებით?!
რატომ უფუჭებთ გაკეთებულ საქმეს და იმიჯს?! თან შეგნებულად, გეგმაზომიერად…

მოკლედ, თქვენი საქმისა თქვენ იცით! მე ამბავი მოვყევი, რომ არ იფიქროთ, გამდის და მივაწვებიო…

მიშასაც უნდა პატრიოტის მანტიის მოსხმა. ხან ჯვარს დორბლავს და ხან ბორჯომის ბოთლს… ეგ კი არა და, ჯაფარაც სამშობლოზე ალაპარაკდა, დაბოლილ, დაექსტაზებულ, პლანის პლანტაციებში გადაბიბინებულ სამშობლოზე… ნაყვარება!…)))))))

ახლა, ისევ სამუელ ჯონსს დავუბრუნდები. მოკლედ, მივხვდი, რომ ჩემი მასთან უთანხმოების საფუძველი ერთი სიტყვის არასწორ აღქმაში მდგომარეობს!
…უკანასკნელი…

დიახ, ეს ნიშა, რომელიც სამშობლოს სიყვარულით, სამშობლოსთვის თავგანწირვით არის გაჯერებული, ყოველთვის არსებობდა. ის იყო ასეთი ცხოვრების წესით, აი, აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს, მცხოვრები ადამიანების ბუნებრივი გარემო, ბუნებრივი სამყოფელი. მხოლოდ არამზადები ეტენებიან და აფარებენ მას თავს, არამზადული ცხოვრების უკანასკნელ ჟამს!

აბა, დაეწყვეთ და გამოქანდით!
ისე, მაინც, გაფრთხილდით!
სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოთ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

“ივანიშვილმა ჯერ დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელსაც AI-ს სფეროში ქართველები უნდა მოემზადებინა და...

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს მე-3...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...