spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ის აგრესია და ძალადობა, რომელიც მედიის...

კახა კალაძე: ის აგრესია და ძალადობა, რომელიც მედიის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ, კატეგორიულად მიუღებელია

თბილისის მერი კახა კალაძე მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობას უცხადებს და რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებს.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია:

მინდა, მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, თუ რამხელა მონაპოვარია მედიის თავისუფლება. ის აგრესია და ძალადობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მედიის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ, კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს ძალადობას გმობს და როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, არავისთვის მისაღები არ არის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე იყოს.

ჩვენ, ყველამ ერთად, ვინც სწორად აზროვნებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანა იყოს განვითარებული, წინწასული, დემოკრატიული და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, იყოს თავისუფალი, უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული, ადამიანებში იყოს ურთიერთპატივისცემა, იყოს მეტი განათლებული ადამიანი, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ და არაფერს დავიშურებ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს, კიდევ უფრო განვითარდეს და ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე იყოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...