ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“არანაირი ტრადიციული ღირებულებების დამცველი “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი და პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე, თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მანჯგალაძის თქმით ძალადობა გამართლებადი არ არის და პასუხი ყველა დამნაშავემ უნდა აგოს, მათ შორის ორგანიზატორებმაც და შემსრულებლებმაც:

“ძალადობასა და ძალადობის ფაქტებს გამართლება არ აქვს, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მათ შორის შემსრულებლებმაც და ორგანიზატორებმაც.

არასწორია საკითხის დაყენება თითქოს ხელისფლება ან რაღაც ჯგუფი იცავდა ტრადიციულ ღირებულებებს და ამას მოჰყვა ძალადობა.

არანაირი ტრადიციული ღირებულებების დამცველი “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის. ხვალ რომ გაიგონ ელექტორალურად საარჩევნო მიზნებისთვის მომგებიანია ფერადი დროშებით სირბილი, ირაკლი კობახიძე და “ქართული ოცნების” ლიდერები პირველები ირბენდნენ ამ დროშებით ქუჩაში და ამ ინიციატივას არავის დაუთმობდნენ.

ის ძალადობა რაც ხდებოდა, კიდევ სხვა ბევრი მიზეზით არის გამოწვეული, მაგრამ ძირითადი საფუძველი მაინც გაუნათლებლობა და სიბნელეა, რითაც სარგებლობს მტერი და სხვადასხვა მიმართულებით ცდილობს საზოგადოების პროვოცირებას.

განათლება დროში გაწელილი პროცესია. ახლა გამოსავალი არის, რაც შეიძლება მალე გამოვლინდეს და დაისაჯოს ყველა მოძალადე, ვინც ჟურნალისტებს და სხვა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდა”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული