ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ქრისტიანული სამყარო ჩვენ გვასწავლის თანადგომას, გვასწავლის მიტევებას და...

“ქრისტიანული სამყარო ჩვენ გვასწავლის თანადგომას, გვასწავლის მიტევებას და არა თავპირის მტვრევას, დანების დარტყმას, ქუჩაში ძალმომრეობას, ჟურნალისტებზე თავდასხმას, ქალებზე თუ კაცებზე, ახალგაზრდებზე თუ ასაკოვნებზე თავდასხმას” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გუშინ ღირსების მარშის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაზარალებული მედიის წარმომადგენლები მოინახულა. ვაშაძე ასევე მოინახულა პოლონელი ტურისტიც, რომელიც ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან დაშავდა და ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ჰოსპიტალში იმყოფება. ვაშაძე გუშინდელ დღეს ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ მასობრივ ძალადობრივ აქტად აფასებს:

გუშინ იყო მასობრივი ძალადობრივი აქტი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი. სინქრონში იყო მათი განცხადებები ძალადობის გააქტიურებასთან. განცხადებებს აკეთებდნენ როგორც პრემიერი, ასევე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რის შემდეგაც მყისიერად აქტიურდებოდნენ მოძალადეთა ჯგუფები, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ამას.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მოვინახულე ტურისტი პოლონეთიდან და მედიის წარმომადგნელები, რომლებიც გუშინდელი შემთხვევის შედეგად კლინიკებში არიან მოთავსებულნი. ტურისტმა მითხრა, რომ დავით გარეჯის გადასაღებად იყო ჩამოსული და იმდენ პოზიტიურს მეუბნებოდნენ საქართველოზე, მკითხა რას მერჩოდნენო?! რატომ დამესხა თავს?! და არ ვიცოდი მისთვის რა პასუხი გამეცა.

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლებს, მათ სიცოცხლეს საბედნიეროდ საფრთხე არ ემუქრება და ეს ძალიან კარგია და იმედი მაქვს ყველა მალე გამოჯანმრთელდება. ჩვენ საზოგადოებამ ხმამაღლა თუ არ შევაფასეთ და ხმამაღლა თუ არ დავუპირისპირდებით და ხმა არ ამოვიღეთ აი ასე გაგვსრესენ ყველას და თავს დაგვესხმებიან, თავპირს დაგვამტვრევენ და დანებით დაგვჭრიან, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა.

გულწრფელად მინდა ვთქვა, ეს ენით აღუწერელი პოლიტიკური ძალადობა, არ ვიცი რა დავარქვა, ამაზრზენი ქმედება და რაც ყველაზე ცუდია – ქრისტეს სახელით. ქრისტიანული სამყარო ჩვენ გვასწავლის თანადგომას, გვასწავლის მიტევებას და არა თავპირის მტვრევას, დანების დარტყმას, ქუჩაში ძალმომრეობას, ჟურნალისტებზე თავდასხმას, ქალებზე თუ კაცებზე, ახალგაზრდებზე თუ ასაკოვნებზე თავდასხმას. ამას ჩვენ ქრისტიანული სარწმუნოება არ გვასწავლის.

მე ნამდვილად ქრისტიანი ვარ და ყოველთვის დავიცავ ჩემს იმ რწმენას რომელიც ამ ქვეყანაში უნდა იყოს და რომელიც უნდა ჰქონდეს თითოეულ ქრისტიან ადამიანს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...