ორშაბათი, ივნისი 30, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები უკიდურესად შემაშფოთებელია" - GDI-ს სპეციალური...

“ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები უკიდურესად შემაშფოთებელია” – GDI-ს სპეციალური განცხადება

თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მწვავე შეფასებებს აძლევს  ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”:

GDI უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული მასობრივი თავდასხმის ფაქტებისა და ხელისუფლების მიერ გამოვლენილი უმოქმედობის გამო.

2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიკავეს რუსთაველის გამზირი, პარლამენტის წინ საპროტესტო კარვები უკანონოდ დაშალეს და ასევე თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, ასევე დააზიანეს მედიის კამერები და მოწყობილობები.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წინასწარ იყო ცნობილი ძალადობრივი ჯგუფების შეკრების თაობაზე:

ა) მათ არ მოახდინეს შესაბამისი საპოლიციო რესურსის მობილიზება;
ბ) არ მიუღიათ არანაირი ზომა ჰომოფობიური ჯგუფებიდან მომდინარე საფრთხის პრევენციისთვის;
გ) ხოლო უშალოდ მიზანმიმართული ძალადობის ფაქტებს შსს-ს წარმომადგენელები უმოქმედობით ან დაგვიანებული და ფორმალური რეაგირებით პასუხობდნენ;
დ) ნაცვლად მოძალადეების დაკავებისა, პოლიცია მოუწოდებდა ჟურნალისტებს განრიდებოდნენ ტერიტორიას, რაც აფერხებდა ჟურნალისტების მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებას.

მედიის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბება და დემოკრატიული ღირებულებების რეალიზება. მედიის თავისუფლება მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას დაიცვას მედიის წარმომადგენლები საზოგადოების სხვა წევრების მიერ გამოვლენილი ძალადობისგან, უზრუნველყოს შესაბამისი პირობები ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად.

2021 წლის 5 ივლისს საქართველოში მიმდინარე მოვლენები ცხადჰყოფს, რომ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს არ აქვთ საკუთარი პროფესიული საქმიანობის რეალიზების პირობები, საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული უფლებრივი გარანტიების დაცვა, არ გამოუვლენია პოლიტიკური ნება საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად და, ამდენად, გაუმართლებლად შეზღუდა ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებები მათ შორის კი საფრთხის ქვეშ დააყენა ჟურნალისტთთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამ ყველაფერს კი ხელი მმართველი პარტიის პოლიტიკური ლიდერების განცხადებებმაც შეუწყო.

GDI გამოხატავს მზადყოფნას გაუწიოს იურიდიული დახმარება მედიის წარმომადგენლებს და უზრუნველყოს მათი წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებში/სასამართლოში,” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური...

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...