ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად" - ირაკლი...

“დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს გამართული მთავრობის სხდომის წინ, დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით  საზოგადოებისათვის სპეციალური განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურს მიზანშეუწონლად მიაჩნია რუსთაველის გამზირზე თბილისის პრაიდის მსვლელობა:

მინდა შევეხო დღევანდელი აქციის საკითხს და გამოვხატო ჩემი პოზიცია.

ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, ჩვენ მათ არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ – მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასევე, ჩემი ინიციატივით, “ქართულმა ოცნებამ” განახორციელა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა და ამით ეს საკითხი დარეგულირდა.

ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც ერთ-ერთი უძველესი ერი, სადაც არცერთ წარმომადგენელს რაიმე ნიშნით არ ჰქონია პრობლემა.

მე მინდა ვთქვა, რომ დღესაც, იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას, სურთ გარკვეული მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, ამას ვიღებთ როგორც მოცემულობას, ამისთვის სახელმწიფომ ყველაფერი უზრუნველყო გუშინაც და გუშინწინაც ჩაატარეს უსაფრთხოდ. მაგრამ, დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს.

მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის აქციის ჩატარება არის მიუღებელი და სესაბამისად მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა პრაიდის ორგანიზატორებთან, მათ განემარტათ, რომ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეები და მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მე მიმდა მივმართო მათ, რომ მოვუწოდებ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება.

ზოგადად ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, მე ვფიქრობ, ხელს უწობს უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას, როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება და ხაზგასმა მათ განსხვავებულობაზე მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის დისკრიმინაცია.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან სამწუხაროდ დგანან ისევ რევანშისტული რადიკალური ჯგუფები, კერძოდ რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართულები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს. რა თქმა უნდა, სწორედ, მათი მიზანია ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის შემოტანა, რაც არ განხორციელდება და ამას არ დავუშვებთ. ეს მინდოდა მოსახლეობისთვის მეთქვა და დანმემარტა. როგორც ჩვენ ხალხს, ჩვენ მოსახლეობას სურს ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

“ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ”...

მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და ქართველი ერის მიზანზე...

“სიღატაკე და შეზღუდული აზროვნება რეჟიმის მთავარი მოკავშირეა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, კონკრეტული ფაქტის გახსენებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...