კვირა, ივლისი 6, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით,...

“2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას” – ომბუდსმენის აპარატის განცხადება

სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ა.წ. 5 ივლისს “თბილისის პრაიდის” ფარგლებში დაგეგმილ “ღირსების მარშთან” დაკავშირებით და მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს და თანამდებობის პირებს უზრუნველყონ ღონისძიების უსაფრთხო ჩატარება:

2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას, არსებული რისკების პრევენციის და დაცვის შესაბამისი ღონისძიებების გატარების გზით. ამასთან, აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადებები.

წლებია გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის მცდელობა ლგბტ+ თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ. ამის ფონზე, სახელმწიფო, ლგბტ+ თემის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, არასაკმარისი ღონისძიებებით და ზოგადი საჯარო განცხადებებით შემოიფარგლება. ჰომო/ტრანსფობიურად განწყობილი ადამიანების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებსა და სავარაუდო დანაშაულებზე რეაგირება კი, უმეტეს შემთხვევაში, ფრაგმენტული და არაეფექტიანია.

ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მშვიდობიანი პროტესტი თუ სოლიდარობის აქტი, მისი შინაარსის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული, მისი უზრუნველყოფის ვალდებულება კი ხელისუფლებას ეკისრება. ამის საპირისპიროდ, მაღალი თანამდებობის პირები ხელს უწყობენ საკითხის პოლიტიზირებას და თემის წევრების უსაფრთხოების დაცვის გარანტად თავად თემის უფლებების შეზღუდვას წარმოაჩენენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს და თანამდებობის პირებს, წინა წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაატარონ ღონისძიებები, რომელიც ღირსების მარშის მონაწილეების უსაფრთხოებას, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებს რეალურად დაიცავს; ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებზე, დაუსჯელობის განცდისა და მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით; გააკეთონ ლგბტ+ თემის მხარდამჭერი განცხადებები“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...