spot_img
მთავარიტრაგიკული ფაქტებიბავშვის, შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი ქვეყნის ტრაგედია და...

ბავშვის, შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილია – სალომე ზურაბიშვილი

სამეგრელოში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა მიუსამძიმრა მარტვილში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და აღნიშნა, რომ როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქე ოჯახის წინაშე ბოდიშს იხდის.

არ შეიძლება, არ გამოვეხმაურო ახალგაზრდის თვითმკვლელობის ტრაგიკულ ფაქტს და შიმშილობასთან მის დაკავშირებას.

მე ვერ გავარკვევ, რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში. მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიცი, რომ ბავშვის, შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილია.

ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს.

ამიტომ, აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები.

მე ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე.

ამავდროულად, უნდა ვთქვა ისიც, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...