პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში ეხმიანება პარლამენტში საარჩევნო კოდექსის კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობაზე ,,ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ მიერ უარის თქმას:
,,ლელოზე“ ერთს ვიტყვი და შევეშვები, რასაც ვფიქრობ იმას ვლაპარაკობ და ამით ხან თავს ვიზიანებ, ხან არა. იოანე საბანისძე რომ ამბობს: ,,ირწეოდნენ ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“ ეგრეა – ,,ნაციონალური მოძრაობის“ სიო რომ წამოუქროლებს ,,ლელო“ ეგრევე მათ რელსებზე გადადის.
გაუგებარი რა არის? შეთანხმებას ხელი მოაწერე, პარლამენტში შემოხვედი, პირველი მოსმენით კანონს მხარი დაუჭირე და მერე უცებ მეორე-მესამე მოსმენით მხარი არ დაუჭირე – მერე დაიწყე შარის მოდება, რაღაცის მოძნა, რომ იქნება თავი გაიმართლო. ,,ნაციონალური მოძრაობის“ ქარი თუ არ იყო ამოვარდნილი და მათ თავზე გადავლილი, თუ ლერწამივით არ ირწეოდნენ, აბა სხვა რა იყო?
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე განსაკუთრებით ვარ ცოდვილი ამ მიმართულებით, არ ვიცი ხოლმე დანდობა და ზედმეტიც მომდის, მაგრამ კრიტიკას, ლანძღვას რა უნდა?! – ეს არის ძირითადად, ეს ითვლება ჩვენთან პოლიტიკად“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში გადაცემაში ,,იმედის ფაქტორი“.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე