შაბათი, მარტი 15, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებასაბოლოო ვერდიქტი: "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ეკა მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ...

საბოლოო ვერდიქტი: “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ეკა მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა

სამი წლის განმავლობაში მიმდინარე დავა საბოლოოდ დასრულდა. უზენაესი სასამართლოს მიერ ეკატერინე მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულად იქნა მიჩნეული და “საზოგადოებრივ მაუწყებელს” მის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. მომჩივანის ინტერესებს, სასამართლოებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავდა.

სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ეკატერინე მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების სასამრთლოების შეფასება, რომ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” არ გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალება ეკა მიშველაძის ალტერნატიული სამუშაოთი უზრუნველსაყოფად  და ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ასეთი საშუალება არ გააჩნდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ ეკა მიშველაძეს მიჰყავდა  საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემები. გადაცემა “პირველი სტუდიის” დახურვის შემდგომ, “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გავიდა ამ მიმართულების ოთხი ახალი გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაჭიროებოდა შესაბამისი მიმართულების გადაცემის წამყვანები, ამასთან, წამყვანების შერჩევა მოხდა არა საკონკურსო წესით, არამედ თავად “საზოგადოებრივი მაუწყებელმა” შეარჩია ახალი წამყვანები. უზენაესმა სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ უპირატესობა არ მიენიჭა სწორედ ეკატერინე მიშველაძეს, რომელიც წამყვანის პოზიციას  უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იკავებდა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...