კვირა, ივლისი 6, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიპანდემიის პერიოდში თბილისის მერია რესტორნებს, კვების ობიექტებს, საკლუბო...

პანდემიის პერიოდში თბილისის მერია რესტორნებს, კვების ობიექტებს, საკლუბო ინდუსტრიას და ბავშვთა გასართობ ცენტრებს 4 200 000 ლარით დაეხმარა – ირაკლი ხმალაძე

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიება გატარდა და ამით რამდენიმე ათასმა სუბიექტმა ისარგებლა. ამის შესახებ მან თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ანგარიშზე ისაუბრა.

როგორც თბილისის ვიცე-მერმა აღნიშნა, რესტორნების, კვების ობიექტების, საკლუბო ინდუსტრიისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 4 200 000 ლარი გამოიყო.

როდესაც თბილისის მართვა დავიწყეთ, ჩვენი მიზანი მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების მიღწევა იყო, თუმცა პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა დააზარალა. გამონაკლისი არც თბილისი ყოფილა. შესაბამისად, ჩვენი მუშაობის დიდი ნაწილი და რესურსი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ თითოეული სამეწარმეო და ბიზნეს აქტივობა შეგვენარჩუნებინა. ეკონომიკური სექტორისთვის არაერთი საშეღავათო პაკეტი დაწესდა, რომლითაც ისარგებლა რამდენიმე ათასმა სუბიექტმა. ძირითადად, ეს არის საიჯარო ქირების გადავადება და ჩამოწერა, სანქცია-საურავების, პირგასამტეხლოს დაკისრების შეჩერება. ზოგ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მთლიანად ჩამოწერა. ასევე, დასუფთავების მოსაკრებლის შემცირება. მათ შორის, კვების ობიექტებს მსგავსი მოსაკრებელი 8-ჯერ შეუმცირდათ. პოსტპანდემიურ პერიოდში, ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა რესტორნების, კვების ობიექტების, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო ინდუსტრიის სუბიექტების, ბავშვთა დაბადების დღისა და გასართობი ცენტრებისთვისაც. ამ პროგრამის ჯამური ღირებულება შეადგენს, დაახლოებით, 4 200 000 ლარს, რომელიც პირდაპირ ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გადაირიცხა“, – განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათები დაწესდა სამშენებლო სექტორისთვისაც. მათ შორის, შემუშავდა სამშენებლო ამნისტიის პაკეტი.

დაწესდა სამშენებლო და ფინანსური შეღავათები დაუსრულებელი მშენებლობებისთვის. დროებით განთავსებულ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც დარღვევით იყო განთავსებული, ჩამოეწერა დაკისრებული ჯარიმები, მიეცა დამატებითი ვადა დარღვევების გამოსასწორებლად. ასევე, შემუშავდა სამშენებლო ამნისტიის საკმაოდ მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც უკვე განხილვის ეტაპზეა საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...