ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"დღეს ჩვენ გვქონდა გარკვეულწილად უკვე შემაჯამებელი შეხვედრა იმისათვის,...

“დღეს ჩვენ გვქონდა გარკვეულწილად უკვე შემაჯამებელი შეხვედრა იმისათვის, რომ დავსახოთ თუ როგორი იქნება სამომავლო გეგმები თითოეულ ბავშვთა სახლთან მიმართებაში” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განცხადებას აკეთებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ აუცილებელია ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების დასკვნა, რათა სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ სად შეიძლება პოზიციონირდნენ ბავშვები:

პირველ რიგში, წინა შეხვედრები იყო უშუალოდ იმ პერიოდში კრიტიკულად დაფიქსირებული მდგომარეობის განმუხტვისა და პროცესის სწორად წარმართვისთვის შემდგარი შეხვედრები, რომელსაც სამწუხაროდ ჩემი ავადმყოფობის გამო ვერ ვესწრებოდი და, რა თქმა უნდა ვთვლი, რომ ჩემი პირადი ჩართულობა ყველა ამ შეხვედრაში და ასევე პროცესში არის მნიშვნელოვანი ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვიდან გამომდინარე.

დღეს ჩვენ გვქონდა გარკვეულწილად უკვე შემაჯამებელი შეხვედრა იმისათვის, რომ დავსახოთ თუ როგორი იქნება სამომავლო გეგმები თითოეულ ბავშვთა სახლთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საპატრიარქოსთან ჩვენ განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა, რათა მათი განმეორება არ მოხდეს და სრულიად იყოს დაცული ბავშვების ინტერესები და ასევე ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელი არის განხორციელდეს უკვე იმ დიდი ბავშვთა სახლების მიმართულებით, რომლებიც საქართველოში მოგვეპოვება. ვინაიდან ჩვენ ყველა ვიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანი არის მცირე ბავშვთა სახლებში ბავშვების გადაყვანა და მათი გადაყვანა საკუთარ ოჯახებში. ამ პროცესს სჭირდება გაცილებით უფრო მეტი ხელშეწყობა და ყველა მხარის ჩართულობა უნდა იყოს საკმაოდ მაღალ დონეზე.

ამ ეტაპისთვის პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ თუ რა მოდელით და რა ხერხით არის მნიშვნელოვანი ბავშვების გამოყვანა, თუნდაც ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველამ ერათად ხელი შევუწყოთ, იქ სოციალური მუშაკისა და ასევე ფსიქოლოგის მუშაობას. ამ ეტაპისთვის გარანტირებულად უზრუნველყოფილი გვაქვს ბავშვთა უსაფრთხოება. ისინი მუშაობენ ბავშვებთან და იმის შემდეგ, რაც დადებენ დასკვნას, თუ რა შემთხვევაში ვიცავთ ჩვენ ამ თხუთმეტი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რა თქმა უნდა, მივიღებთ იმ შემდგომ გადაწყვეტილებებს, თუ სად მოხდება ამ ბავშვების პოზიციონირება და რა ხერხს მიმართავს, როგორც სახელმწიფო ასევე ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...