კვირა, ივნისი 29, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"საარჩევნო სისტემაში განხორციელებული რეფორმა ესაჭიროება ქვეყანას და არა...

“საარჩევნო სისტემაში განხორციელებული რეფორმა ესაჭიროება ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას” – პაატა მანჯგალაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის მიერ მიღებული საარჩევნო კოდექსის შეფასებას ახდენს. მისი აზრით, კოდექსში შეტანილი ცვლილებებით მნიშვნელოვნად შემცირდება გაყალბების რისკები:

გუშინ მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ გაყალბების რისკებს, შეიცვალა ასევე ადმინისტრაციის დაკომპლექტების პრინციპი, რომლითაც 3700 უბანზე 12 კომისიის წევრიდან 10 წევრი ჰყავდა „ქართულ ოცნებას“.

მნიშვნელოვანია ცვლილება, რომელიც შემაჯამებელი ოქმის შესწორებას ეხება. ადრე ნებისმიერი საბაბით ახსნა-განმარტებით შესაძლებელი იყო მასში ცვლილების შეტანა შემაჯამებელ ოქმში, განხორციელებული ცვლილებით ოქმში უზუსტობის შემთხვევაში შესწორება შესაძლებელია გადათვლის შემდეგ ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე.

ასევე, ცვლილება ითვალისწინებს 10% საარჩევნო უბნების სავალდებულო წესით შემთხვევითი გადათვლის შესაძლებლობას, გაიზარდა გასაჩივრების ვადები, გამარტივდა გასაჩივრების შესაძლებლობა და დაშვებულია ელ.წესით გასაჩივრება, კომისიებში ყველა გადაწყვეტილების მისაღებად კი დაწესდა მაღალი კვორუმი.

ცვლილება შეეხო სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც, რომლებიც ხელს შეუწყობს უკეთესი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას. განხორციელებული რეფორმა ესაჭიროება ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას, სწორედ აქედან მომდინარეობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ მოტივაცია მხარი დაეჭირა ცვლილებებისთვის და ყველა სპეკულაცია ამ მიმართულებით არის უსინდისო უპასუხისმგებლობა“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...