შაბათი, აპრილი 20, 2024

“პრაიდის კვირეული, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად” – კახი კალაძე

თბილისის მერმა კახი კალაძემ კომენტარი გააკეთა პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით. მისი აზრით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფალი ნება, თუმცა, ამ სახის ღონისძიების გამართვა, მიზანშეწონილად არ მიაჩნია:

,,გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცული არის.

ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა არის თანასწორუფლებიანი და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა.

რაც შეეხება ზოგადად პრაიდის კვირეულს, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული ადამიანები/ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენოს, როგორც ერთის მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან.

გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს/შემთხვევას, როდესაც ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაირღვა“, – განაცხადა კახი კალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული