spot_img
მთავარიCOVID 19"შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ, როგორც რეგიონალურად,...

“შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ, როგორც რეგიონალურად, ასევე ცენტრალიზებულად თბილისში, რომ დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი” – ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პროცესზე და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები პანდემიის პირობებში:

,,ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ,,სონოფარმი“ და ,,სინოვაკი“ ვერ იცავენ მოქალაქეებს ,,დელტა“ შტამისგან – ეს არ არის სრულყოფილი, ვინაიდან სხვა ვაქცინებთან მიმართებაში გარკვეული კითხვები მეცნიერებს გააჩნიათ.

სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთხელ ვიმეორებთ: მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ეპიდემიის დამარცხებისთვის და მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქე აიცრას, რათა ისინი იყვნენ დაცულები. ასევე ჩვენ ყოვეთვის ვუსვამთ ხაზს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ დისტანციას, ნიღაბის ტარებას და ყველა იმ რეგულაციის დაცვას, რომელიც პირველი დღიდან იყო მოწოდებული ჩვენი მეცნიერების/დაავადებათა კონტროლის მხრიდან. შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტრო ეყრდობა დაავადებათა კონტროლის მხრიდან მოწოდებულ რეკომენდაციებს. ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ დავიცვათ ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც არის უსაფრთხო.

რაც შეეხება მასობრივ ვაქცინაციას – თქვენ იცით, რომ იანვარში დამტკიცდა ვაქცინაციის კალენდარი, რომელიც გულისხმობდა ვაქცინაციის პროცესის სხვადასხვა ფაზას და მესამე კვარტალში დაანონსებული იყო მასობრივი ვაქცინაცია.
სწორედ მესამე კვარტლიდან, ანუ შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ როგორც რეგიონალურად, ასევე ცენტრალიზებულად თბილისში რომ დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.

ამავდროულად ვაქცინაციის პროცესში გამოიკვეთა რიგი საჭიროებები, რომელიც აისახა სხვადასხვა კლინიკისადმი სხვადასხვა სანდოობით და მობილობით – რეგიონებში და დედაქალაქში. ამან ჩვენ მოგვცა დამატებით იმის მინიშნება, რომ მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით დედაქალაქში გაიზარდოს ვაქცინაციის მოცულობა, რისთვისაც ჩვენ ასევე ვართ მზად.

იმ ვაქცინებით, რომელიც ეტაპობრივად დაიწყებს შემოსვლას საქართველოში, კერძოდ კი შემდეგ კვირას გარკვეული მოცულობები გვექნება – ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციის მასობრივ პროცესს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...