პარასკევი, მარტი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიალევან დავითაშვილი: "ეკონომიკის აღდგენა ვერ იქნება სრულფასოვანი თუ...

ლევან დავითაშვილი: “ეკონომიკის აღდგენა ვერ იქნება სრულფასოვანი თუ ინვესტორებს, ბიზნესსექტორს, ეკონომიკის სუბიექტებს არ ექნებათ სტაბილურობის განცდა და არ ეცოდინებათ გრძელვადიანი ხედვა”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი პარლამენტის სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს ეხმიანება:

პრემიერ-მინისტრს ძალიან საინტერესო ანგარიში ჰქონდა. ქვეყანაში რთული და სპეციფიური პერიოდია, რადგან პანდემია ჯერ არ დასრულებულა. პრემიერმა, გარდა მოკლევადიანი გეგმებისა, გრძელვადიან ხედვაზეც ისაუბრა. ეს არის ათწლიანი ხედვა, რომელიც მოიცავს ყველა მიმართულებას, როგორიც არის ეკონომიკური და რაც ყველაზე მეტად აღელვებს ჩვენ მოსახლეობას, ასევე სოციალური, უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის გამოწვევის საკითხები. განვითარების ათწლიან გეგმებს დეტალურად წარმოადგენენ უშუალოდ სამინისტროები, საბოლოო, ერთიანი პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რატომ ათწლიანი ხედვა და რატომ ამ დროს, როდესაც გვაქვს კონკრეტული, მოკლევადიანი გამოწვევები, მათ შორის, ეკონომიკური; პანდემიიდან გამომდინარე, გვაქვს გამწვავებული პრობლემები. ეკონომიკის აღდგენა ვერ იქნება სრულფასოვანი თუ ინვესტორებს, ბიზნესსექტორს, ეკონომიკის სუბიექტებს არ ექნებათ სტაბილურობის განცდა და არ ეცოდინებათ გრძელვადიანი ხედვა, რაც სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს, რაც სახელმწიფოსა და მთავრობის ვალდებულებაა. ვფიქრობ, პრემიერის მხრიდან ამ კუთხით სწორი აქცენტები გაკეთდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...