შაბათი, აპრილი 20, 2024

გიორგი გახარია: “მივდივარ იქამდე, რომ “ნაცები” ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას “ოცნება” არც და ვერც გააკეთებს”

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში პოლიტიკური პროცესების შეფასებისას აცხადებს რომ იგი შინაარსისგან დაცლილია და მას მისი პარტია შეავსებს:

ქართული პოლიტიკა შინაარსისგან დაცლილია ორი ქართული პოლიტიკისგან გადაბერებული, ქართული რეალობის გუშინწინდელი და გუშინდელი დღე ერთმანეთთან ჭორაობით ავსებენ ვითომ პოლიტიკურ სივრცეს და სინამდვილეში მათი მიზანი არის მარტივი – პოლიტიკური ველი სრულად ჩაკეტონ, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსები არ გაჩნდნენ.

ამაში მიშა სააკაშვილისა და დღევანდელი მმართველი პარტიის ინტერესები სრულად ემთხვევა. ისინი ისე ავსებენ ერთმანეთს, რომ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ.

მივდივარ იქამდე, რომ „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას „ქართული ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს. საბოლოო ჯამში ქვეყნის პოლიტიკური წესრიგი შინაარსით შეივსოს, ჩვენი გასაკეთებელი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ „ამერიკის ხმასთან“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული