კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"სახელისუფლებო გუნდი ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს საარჩევნო კოდექსში...

“სახელისუფლებო გუნდი ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებებით ასრულებს შარლ მიშელის დოკუმენტის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას” – თინათინ ბოკუჩავა

ვენეციის კომისიის დასკვნაში მოცემული არცერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული,“ – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა უმრავლესობის წარმომადგენლებს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას” წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში არ არის გაწერილი მთელი რიგი იმ რეგულაციებისა, რომელიც განსახილველ კანონპროექტშია მოცემული.

კანონპროექტი მეორე მოსმენით განხილვამდე ვენეციის კომისიას გაეგზავნა იმ მიზნით, რომ მეორე მოსმენით განხილვისას გათვალისწინებული ყოფილიყო მის მიერ მომზადებული რეკომენდაციები. ვენეციის კომისიის დასკვნაში მოცემული არცერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული“, – აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ .

დეპუტატის განმარტებით, ვენეციის კომისია დასკვნაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რომ სისტემური, ყოვლისმომცველი, ჰოლისტიკური რეფორმა შეიმუშაოს, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობაზე იქნება გათვლილი.

აღნიშნული მოწოდება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის დროებითი, ტრანზიციული ცვლილებები, რომელმაც შემდეგ არჩევნებამდე უნდა მიგვიყვანოს. მერე კი დარწმუნებული ვარ, მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა და მხოლოდ ამ მომენტის შემდგომ შეძლებს სქართველოს პარლამენტი, შეიმუშაოს ისეთი ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილება, რომელიც მართლაც დაუბრუნებს ადამიანებს არჩევანის თავისუფლებას“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველოს და ქართველ ერს დაუდგა მის ისტორიაში ერთერთი ყველაზე რთული მომენტი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ცვლილებების აუცილებლობაზე აკეთებს...

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!” – ლევან...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ...