კვირა, ოქტომბერი 26, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი ღარიბაშვილს და ელისო ბოლქვაძეს გვინდა ვაჩვენოთ, როგორ...

“ირაკლი ღარიბაშვილს და ელისო ბოლქვაძეს გვინდა ვაჩვენოთ, როგორ უჭირთ ადამიანებს, რომლებიც უფასო სასადილოში დადიან და სხვა გზა არ აქვთ ამის გარდა” – თეონა ჭალიძე

პარლამენტში მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის სნგარიშით გამოსვლას პერფომანსის ხვდება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას ცდილობს უფასო სასადილოებისა და ხალხის გაჭირვების თემაზე:

აქ წარმოდგენილია ის მწარე რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ათასობით ადამიანს აწუხებს. ჩვენ ვეპატიჟებით ირაკლი ღარიბაშვილს და ელისო ბოლქვაძეს უფასო სასადილოდან წამოღებული ულუფების სუფრაზე, რომელიც ლარი და 30 თეთრით მზადდება. გვინდა, მათ გასინჯონ და გვითხრან, საკმარისია თუ არა მთელი დღის განმავლობაში ერთი ადამიანისთვის ლარი და 30 თეთრი გამოსაკვებად. გვინდა, ვაჩვენოთ, როგორ უჭირთ ადამიანებს, რომლებიც უფასო სასადილოში დადიან და სხვა გზა არ აქვთ ამის გარდა. გვინდა პრემიერს ვაჩვენოთ, რომ ამ საკვებზეც კი ჩვენს ქვეყანაში ბევრ ადამიანს ხელი არ მოუწვდება.

უფასო სასადილოების საქმე, ზოგადად, ბუნდოვანი და კორუფციულია. ჩვენ ოთხი წლის წინ კვლევის საფუძველზე მივმართეთ პროკურატურას, აღიძრა კიდეც სისხლის სამართლის საქმე, რადგან ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მილიონობით ლარს იდებდნენ ჯიბეში და საკმარის ულუფებს არ ამზადებდნენ. შესაბამისად, ამ გამოძიებაზე 4 წელია პასუხს ველოდებით, მაგრამ პროკურატურიდან გუშინ მომივიდა წერილი, სადაც გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ჯერ შემაჯამებელი პასუხი არ აქვთ.

4 წელი არ უნდა დასჭირვებოდა ამ კორუფციული საქმის გახსნას, რომ არა დაინტერესებული პირები და მათი უშუალო ჩარევა ამ საქმეში”,- განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემ დროს საქართველო გადაიქცა მნიშვნელოვან საერთაშორისო მოთამაშედ” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს საქართველოს...

“გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის” – პაველ ჰერჩინსკი

ქუთაისში ევროპის დღის გახსნაზე, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, საქართველო-ევროკავშირის...

ბონდო მძინარაშვილი: “სიის პირველ ათეულში ყოფნას მეორე და მესამე ათეულში ყოფნა სჯობს… “თუ კაცი...

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი ირონიული...

“მთავარია ბიძინა ივანიშვილს ყელში არ ამოუვიდეს ამდენი უმსგავსობა!!!” – ლალი მოროშკინა

“ქართული ოცნების” ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...