ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიგიორგი ვაშაძე: სახალხო დამცველის ინსტიტუცია არის ერთადერთი ინსტიტუცია...

გიორგი ვაშაძე: სახალხო დამცველის ინსტიტუცია არის ერთადერთი ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ვერ დაშალა „ქართულმა ოცნებამ“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში განიხილეს და შეაფასეს. “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ უსამართლობაზე და ასევე პირობა დადო ამხილოს ყველა ის, ვინც ხალხს ძარცვავს:

487 გვერდი იმ მძიმე რეალობის, რომელიც დღეს ქვეყანაშია. სახალხო დამცველმა ჩვენ წარმოგვიდგინა დოკუმენტი, რომელშიც საუბარია, რომ საქართველოში დღეს დარღვეულია ბავშვთა უფლებები, დარღვეულია ქალთა, პენსიონერთა, შშმ პირთა, დევნილთა, ვეტერანთა, სტუდენტთა თუ მოსწავლეთა უფლებები, ძალიან ბევრი მოქალაქის უფლება. საქართველოში დაცულია მხოლოდ და მხოლოს “ქართული ოცნების” ელიტის, მათი ნათესავების თუ მათთან დაახლოებული პირების უფლებები.

2012 წელს როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში მთავარი გზავნილი იყო სამართლიანობის აღდგენა. ვისთვის აღდგა სამართლიანობა როცა ამდენი დარღვევაა?!

სამართლიანობა აღდგა მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ელიტისთვის, ხალხი კი გაღარიბდა. ეს არის სრული სურათი იმ მძიმე ვითარების, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. ჩვენ ვიმუშავებთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ჩვენ ვიქნებით იმ მნიშვნელოვანი საკითხების გამტანი, რომელზეც თქვენ მუშაობთ ამ წლების მანძილზე.

სახალხო დამცველის ინსტიტუცია არის ერთადერთი ინსტიტუცია საქართველოში, ვინც ვერ დაშალა და ვერ გადაიფორმა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი ყოველთვის ვიქნებით ხალხის მხარეს, ყოველთვის ვამხელთ ყველას ვინც ხალხის ხარჯზე მდიდრდება და ვინც ძარცვავს ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...