პარასკევი, აპრილი 26, 2024

აჭარას უკრაინელი ჟურნალისტები სტუმრობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას აგრძელებს. ამჯერად, აჭარას ჟურნალისტები უკრაინიდან სტუმრობენ. მათ უკვე მოუნახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და საზღვაო ტურისტული პროდუქტები. ბათუმის შემდეგ ისინი მთიან აჭარაში გეგმავენ მოგზაურობას. სტატიები, სადაც აჭარაში მოგზაურობა, სხვადასხვა ტურისტული ადგილები და ჟურნალისტების შთაბეჭდილებები იქნება თავმოყრილი უკრაინის რეიტინგულ მედიასაშუალებებში ივლისის დასაწყისში გამოქვეყნდება.

უკრაინა აჭარისთვის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ქვეყანას წამოადგენს, საიდანაც ტურისტები რეგიონს ყოველწლიურად სტუმრობენ. ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები უკრაინის რამდენიმე ქალაქიდან ხორციელდება, რაც ბათუმში უკრაინელი ვიზიტორების შემოსვლას ამარტივებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ახლახანს სტუმრობდა ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებიც, რომლებიც უკრაინიდან რეგიონში ვიზიტორების ჩამოყვანას უზრუნველყოფენ.

ონფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული