ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებისაცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დედაქალაქში...

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ 22 ოჯახს გადაეცა

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ 22 ოჯახს გადაეცა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბინები სამგორის რაიონში მცხოვრები 15 ოჯახს, ისნის რაიონში – სამს, წყნეთში, ოქროყანაში, ნაძალადევსა და ვაკის რაიონებში კი თითო ოჯახს დაუკანონდება.

დედაქალაქის მერმა იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელიც თბილისის მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით განახორციელა.

1 681 ოჯახს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ დაკანონებას, იმიტომ, რომ ეს იყო სახელმწიფო ქონებები. ის ფართები, რომლებიც ამ 1 700-მდე ოჯახს გადაეცა, თანხობრივად 225 მლნ ლარზე მეტია. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროგრამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ჩვენ ჩვენს სიტყვას ვასრულებთ. ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს ადგილობრივ რაიონულ გამგეობებს და ჩვენი მხრიდან მაქსიმლური მხარდაჭერა იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბარა.

მთელი ქალაქის მასშტაბით, იდენტიფიცირებული გვაქვს 179 შენობა-ნაგებობა. აქ არის ისეთი კომპანიები, რომლებიც უკვე ათეული წლებია, პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული ოჯახებისთვის და ადამიანებისთვის. ესენია“ „ცენტრ პოინტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“, „სვეტი“. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდებიან თავიანთ საცხოვრებელ ბინებს. ეს კომპანიები, რომლებიც არ და ვერ ასრულებენ თავიანთ დაკისრებულ მოვალეობას, სერიოზულ პრობლემად გადაიქცა ამ ადამიანებისთვის. დიდი ნაწილი ემიგრაციაშია წასული, იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ. ისინი, ალბათ ბოლო თეთრებს ადებდნენ ერთმანეთზე, რომ საცხოვრებელი ბინები ეყიდათ, შემდეგ კი უთხრეს, რომ მათი კორპუსი არ და ვერ აშენდება, რადგან კომპანია ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. ეს პრობლემები ათეული წლებია არსებობს. მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, გვაქვს კონკრეტული შემთხვევები, სადაც პრობლემები მოგვარებულია. ასეთია სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები, სადაც უკვე უშუალოდ მშენებლობებია დაწყებული. იგივეა „ოლიმპიურ ვარსკვლავთან მიმართებაში. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული „აქსისთან“ მიმართებაშიც. „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებით კი ჯერ არ მინდა გამოვაცხადო ჩვენი გადაწყვეტილება. უახლოეს მომავალში ეს თემაც იქნება მთლიანად მოგვარებული. დიდი და მასშტაბური პრობლემაა, 6 ათასზე მეტ ოჯახზეა საუბარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...