ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
13.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ციხეში არსებული არაფორმალური მართველობის კუთხით პოზიტიურისკენ არაფერი შეცვლილა"...

“ციხეში არსებული არაფორმალური მართველობის კუთხით პოზიტიურისკენ არაფერი შეცვლილა” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში 2020 წლის ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბავშვთა მიმართ ძალადობას, არაფორმალურ მმართველობას პენიტენციურ დაწესებულებებში და არასათნადო მოპყრობას პოლიციის მხირადან პატიმრებზე:

ბავშვები დღესდღეობით არიან ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა უფლებები სახელმწიფოს მხრიდან ხშირად, ძალიან სისტემურად ირღვევა. ჩვენ ვისაუბრებთ სიღარიბეზე, როგორც ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის საფუძველზე; დიდი ზომის ინსტიტუციებზე; ბავშვთა მიმართ ძალადობაზე და იმაზე, რომ სახელმწიფოში არ არსებობს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სერვისები.

შარშან იყო გაზრდილი წინა წლებთან შედარებით ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, ანუ სხეულის დაზიანება პოლიციის მხრიდან და ხშირ შემთხვევაში, ამას ადგილი აქვს პოლიციის ავტომანქანებში.

პატიმრები ხშირად დაუსაბუთებლად არიან განთავსებული სამარტოო საკნებსა თუ დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივი ვადით და ეს უტოლდება არასათანადო მოპყრობას.

ციხეში არსებული არაფორმალური მართველობის კუთხით პოზიტიურისკენ არაფერი შეცვლილა. იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ მეტი მტკიცებულება წარმოგვედგინა ამ სისტემის ციხეში არსებობის თაობაზე, დამატებით შევისწავლეთ რვა სისხლის სამართლის საქმე, სადაც პატიმრები საუბრობდნენ სწორედ არაფორმალური მმართველობის, ასე ვთქვათ, კრიმინალური ავტორიტეტების და მათთან კავშირში მყოფი ადმინისტრაციის მხირად ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებრივ სქემებზე.

მიუხედავად ამ მტკიცებულებებისა ვნახეთ, რომ გამოძიება არ ინტერესდებოდა მთელი რიგი ფაქტების გადამოწმებით და შესაბამის პირთა პასუხისმგებლობა უმრავლეს შემთხვევაში არ დამდგარა ან დადგა, მაგრამ ძალიან მსუბუქი ფორმით“,- აცხადებს ნინო ლომჯარია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძის ღია წერილი დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვანსს

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ღია წერილით მიმართავს ამერიკის შეერთებული...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ის მისწრაფება, რასაც ქართველი ხალხი გამოხატავს ევროკავშირთან დაკავშირებით, არ აღიქმება ოპოზიციის გზად” – ირაკლი...

ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკურ შეფასებას და კონკრეტულ შედარებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას...