კვირა, ოქტომბერი 26, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი...

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

ახალგაზრდული ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში აშენდება. პროგრამა, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის განვითარებას მოიცავს.

ახალგაზრდული ცენტრის, ბიბლიოთეკისა და მუზეუმის კონცეფცია გულისხმობს ისეთი თანამედროვე სივრცის შექმნას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შეუქმნის განვითარების, საკუთარი იდეების დამუშავების, მათი წარდგენის, სიახლეების დანერგვის მეტ საშუალებას

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდულ ცენტრში მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, მუდმივი ან დროებითი საგამოფენო სივრცე, საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის და კაფე

პროექტის სავარაუდო ღირებულება 13 მილიონ ლარია.

ტენდერთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:
http://mdf.org.ge/?site-lang=ka…

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში ახალი სპორტ-კომპლექსის მშენებლობაც დაიწყო.

გარდა ამისა, ფონდი ზუგდიდში იძულებით გადაადგილებული 600 ოჯახისთვის 5 ახალ კორპუსს აშენებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...