ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"შეურაცხყოფის პირობებში მე ვიყავი ძლიერი იმიტომ, რომ ჩემს...

“შეურაცხყოფის პირობებში მე ვიყავი ძლიერი იმიტომ, რომ ჩემს და ჩვენს უკან, საარჩევნო ადმინისტრაციის უკან იდგა სიმართლე” – თამარ ჟვანია

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუსმინეს, რის შემდეგაც მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ მიუხედავად ხარვეზებისა და დაშვებული შეცდომებისა, არჩევნები მაინც ვერ ჩაითვლება გაყალბებულად:

არჩევნებზე იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები, ასევე დაშვებული პროცედურული შეცდომები, თუმცა აქ არაფერი არ იყო ახალი და განსხვავებული, რომელიც წინა არჩევნებზე არ ყოფილა.

იყო ის მიზეზები, რომლებიც უკავშირდება ზოგადად პოლიტიკურ გარემოს, ძალიან რთულ და კომპლექსურ ვითარებაში მუშაობას, ამავდროულად სუბიექტების უპრეცედენტოდ მაღალ რაოდენობას და რაც მთავარია, პანდემიას.

გარკვეულწილად არჩევნები იყო ხარვეზიანი და მათი მასშტაბები გარკვეული პროცენტით იყო უფრო მეტი, ვიდრე წინა არჩევნებზე, თუმცა ეს არ იყო გაყალბებული არჩევნები“, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

აქვე საყურადღებოა თამარ ჟვანიას განცხადება საგამოძიებო კომისიაზე დასმულ შეკითხვასთან, კერძოდ მის თამამდებობაზე ყოფნასთან დაკავშირებით, რაზეც ცალსახა პასუხს იძლევა, რომ გადადგომას არ აპირებს და მისი თანამდებობაზე ყოფნა ცესკოს ადმინისტრაციის გადასაწყვეტია და არა პარტიების:

“გადადგომის და წასვლა-დარჩენის საკითხს, ეს უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის გადასაწყვეტი! ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას, ვინც არ უნდა იყოს ის, არ უნდა ჰქონდეს საშუალება და არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ მისი პოლიტიკური სურვილის გამო ადმინისტრატორები იცვლებოდნენ.

შეურაცხყოფის პირობებში მე ვიყავი ძლიერი, ძლიერი ვიყავი იმიტომ, რომ ჩემს და ჩვენს უკან, საარჩევნო ადმინისტრაციის უკან იდგა სიმართლე,” – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს...

პოლიტიკოსი ლიდერების დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!” – ლევან...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ...

“მე მგონი ქოცს, საერთოდ არ სჭირდება არანაირი გამაძლიერებელი ზედსართავი” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა მორიგ მძიმე შეფასებებს...