ორშაბათი, ივლისი 7, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაცია"გვყავს იძულებით გადაადგილებული ადამიანები, მათ აიძულეს, დაეტოვებინათ საკუთარი...

“გვყავს იძულებით გადაადგილებული ადამიანები, მათ აიძულეს, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და დღეს ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ, ეს პრობლემა მოვაგვაროთ” – კახა კუჭავა

ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოში 82 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული ადამიანის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსახატად, საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილებთან ერთად, სოლიდარობის მარშში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა:

ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების დახმარება, რომ კურსი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, რომელიც მხარდაჭერილია, მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ კონფლიქტები, კიდევ უფრო მხარდაჭერილი იქნას და ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა იზრუნოს იძულებით გადაადგილებული პირების ცხოვრების გაუმჯობესებასა და საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთანაც აღინიშნება ეს დღე, რადგან სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გრძელდება ოკუპაცია, გვყავს იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახები. ჩვენი ვალია, ყოველთვის შევეცადოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, გვერდში დავუდგეთ და გავუადვილოთ მათ ცხოვრება, რაც ყველაზე მთავარია, ვიბრძოლოთ, რათა მივაღწიოთ იმ სტატუს კვოს, რომ ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკა საერთაშორისო საზოგადოებისგან მხარდაჭერილია.

გვყავს იძულებით გადაადგილებული ადამიანები, მათ აიძულეს, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და დღეს ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ, ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების დახმარება, რომ ის კურსი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, რომელიც მხარდაჭერილია, რათა მშვიდობიანი გზით დავასრულოთ ოკუპაცია, კიდევ უფრო მხარდაჭერილი იქნას და ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...