პარასკევი, აპრილი 18, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიGoogle -ის წარმომადგენლები აჭარას აციფრულებენ

Google -ის წარმომადგენლები აჭარას აციფრულებენ

აჭარის ძირითადი ტურისტული ადგილების გაციფრულება მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარამენტის მოწვევით, რეგიონს Google-ის ოფიციალური წარმომადგენლები ფოტოგრაფებთან ერთად სტუმრობენ. 10 დღის განმავლობაში ისინი ბათუმს, ქობულეთს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, რეგიონის ეროვნულ პარკებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ ძირითად ტურისტულ მიმართულებებს იღებენ. შედეგად, Google-ის მომხმარებლებს ძველი ბათუმის ქუჩებსა და აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ვირტუალურად შეეძლებათ იმოგზაურონ. გარდა გადაღებებისა,  Google-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რეგიონში მოქმედი ფოტოგრაფებისა და ოპერატორებისთვის ტრენინგი გამართა, სადაც გუგლის ონლაინ ხელსაწყოების, ფოტო გადაღებებისა და გუგლის რუკის მოხმარების შესახებ ისაუბრეს. რეგიონის გაციფრულებას ფოტოგრაფები დღეს დაასრულებენ. აჭარის განახლებული მასალები გუგლის რუკაზე კი ორი კვირის განმავალობაში აიტვირთება.

 ძალიან აქტიური და მასშტაბური გადაღებები აწარმოა გუგლის წარმომადგენლებმა აჭარაში. მათ შეძლეს რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში არსებული ძირითადი ტურისტული ადგილების გაციფრულება. ორი კვირაში რეგიონით დაინტერესებულ პოტენციურ ვიზიტორებს უკვე საშუალება ექნებათ გუგლის რუკის მეშვეობით ვირტუალურად იმოგზაურონ ძველი ბათუმის ქუჩებში, ჩვენს ეროვნულ პარკებში, სანაპირო ზოლში სარფიდან ქობულეთამდე. ეს ყველაფერი გაზრდის რეგიონის შესახებ მაღალი ხარისხის ციფრული მასალების ხელმისაწვდომობას გუგლის პლატფორმაზე, შესაბამისად კი ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“თეა წულუკიანო, შერჩევითი სამართალი გაქვთ, დაკვეთის მიხედვით?!🥸🥸” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან...