ორშაბათი, მარტი 17, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტოხელა...

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტოხელა ხანდაზმულების საჭიროებების თაობაზე

ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს პროექტს „პანდემიის შედეგების შემსუბუქება მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შიდა ქართლში“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში ხანდაზმულთა მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვება და სოციალური სუბსიდიების ხელმისაწვდომობის პრობლემა.  გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტებში პირდაპირი ვიზიტებისას გამოიკითხა 200-ზე მეტი მარტოხელა/მარტოდ მცხოვრები ხანდაზმული. მათი უმრავლესობა, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ახერხებს მედიკამენტების შეძენას და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას.

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ფიზიკური  გადაადგილება. ხანდაზმულმა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სოციალური გასაცემელი (სოციალური შემწეობა) რომ მიიღოს, ამისათვის საჭიროა, განცხადებით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს. განცხადების შესავსებად საჭიროა:

  • ოჯახის სრულწლოვანი წევრ(ებ)ის პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანი წევრ(ებ)ის შემთხვევაში, დაბადების მოწმობა, სადაც მითითებულია პირადი ნომერი;
  • მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება, თუ განცხადება შეაქვს პირს,  რომელიც ოჯახის წევრი არ არის.

გამოკითხულ ბენეფიციართა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ უჭირთ განცხადებით მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს. მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან რწმუნებულება ხანდაზმულებს პრაქტიკულად არ გააჩნიათ, რის გამოც ვერ მიმართავენ სააგენტოს განცხადებით სხვა პირის მეშვეობით და ამის გამო, ხელი არ მიუწვდებათ ფულად სოციალურ დახმარებაზე. სააგენტოს არასაკმარისი ადამიანური რესურსებით (სოციალური აგენტები) ადგილზე ვერ ხდება იმ ბენეფიციარების შემოწმება, რომლებიც რეალურად საჭიროებენ სახელმწიფოსგან ზრუნვას.

 COVID 19 – ის პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გაუარესდა მარტოდ მცხოვრები (მეტწილად – სოფლებში) ხანდაზმულების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც თან ერთვის ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა.

 საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გამოკითხულ ხანდაზმულთა უმრავლესობა წლების წინ ირიცხებოდა სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბაზაში, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით შეუწყდათ სოციალური შემწეობის მიღება; ხოლო ეკონომიკური და ფიზიკური მდგომარეობის გამო, სააგენტოს ვეღარ მიმართეს.

 ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს:

  • გაითვალისწინოს ხანდაზმულთა განსაკუთრებული საჭიროებები, ადამიანური და მწირი ფინანსური რესურსები და პროგრამა გახადოს  უფრო მოქნილი, ხელმისაწვდომი და ადაპტირებული.
  • მოახდინოს მეტი კოორდინაცია და სოციალური აგენტების მობილიზება, რაც ხელს შეუწყობს სოციალური სამუშაოების სრულყოფილად ჩატარებას და რეალური საჭიროების მქონე პირები შეძლებენ ისარგებლონ სახელმწიფო სოციალური პროგრამებით.
  • სოციალური მომსახურების სააგენტოში დაინერგოს განაცხადების ელექტრონულად წარდგენის მექანიზმი, რაც მარტოხელა/მარტოდ მცხოვრებ ხანდაზმულებს საშუალებას მისცემს, მხარდამჭერების (დოკუმენტის არმქონე მხარდამჭერების) საშუალებით გააკეთონ განაცხადი სოციალური მომსახურების სააგენტოში ფიზიკურად წარდგენის გარეშე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: “ვერ დაგვაშინებენ! ძალა ერთობაშია!”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ე.წ. ,,პიჯაკების საქმეზე”...

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“მომავალში უფრო მეტი წარმატებები გვექნება ღვთის წყალობით, უფრო მეტი გამარჯვება და შევძლებთ, რომ ყოველთვის,...

ქართველი მოკრივე, გიორგი ჭიღლაძე გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს: ,,საკმაოდ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“თავისუფლების ხარისხის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია, რამდენად შეძლებ უახლესი ისტორიის სწორ ანალიზს” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...

“იგივეს იზამენ, თუ საქართველო რუსეთის ნაწილი გახდა! სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ ქართველების გენოფინდი?!” –...

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარი,...