ორშაბათი, ივნისი 30, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"GDI გმობს ლევან ვასაძის განცხადებას, როგორც სიძულვილის წამახალისებელსა...

“GDI გმობს ლევან ვასაძის განცხადებას, როგორც სიძულვილის წამახალისებელსა და ჰომოფობიურს” – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) პარტია „ერთობა, რაობა, იმედი“-ს დამფუძნებლის, ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ხელისუფლებისადმი მოთხოვნაა იმის თაობაზე, რომ 10 დღის ვადაში დაანონსებულ პრაიდთან დაკავშირებით მიიღოს კონკრეტული კანონი, რომელიც ვასაძის თქმით “აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდას ქვეყანაში”:

2021 წლის 15 ივნისს ბიზნესმენმა და პარტიის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებლმა, ლევან ვასაძემ მიმართა ხელისუფლებას, რომ აძლევს 10 დღიან ვადას 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის გასაუქმებლად და გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მისაღებად. “…ვაძლევთ ხელისუფლებას 10 დღიან ვადას, გააუქმოს 25 ივნისამდე დაგეგმილი ე.წ. დაანონსებული პრაიდი, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციის და დაპირისპირების პროცესების განვითარებას, რათა ყოველ წელს არ გვიწევდეს სირბილი ამ სისულეებზე….”- აღნიშნავს იგი.

GDI გმობს ზემოაღნიშნულ განცხადებას, როგორც სიძულვილის წამახალისებელსა და ჰომოფობიურს. საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით დაცული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომლითაც სარგებლობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველასთვის არადისკრიმინაციულად, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ სხვა ნიშნისა. ამავდროულად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამ ვალდებულებას არ ასრულებს, რის გამოც ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს უკვე წლებია არ ეძლევათ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზების შესაძლებლობა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.

ხელისუფლება სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს ლევან ვასაძის, სხვა სიძულვილის ჯგუფების და ზოგადად ჰომოფობიური და სიძულვილის წამახალისებელი განცხადებების/ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ და არ ახორციელებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურ გამოძიებას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ყოველწლიურად ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერები და წევრები ღიად იმუქრებიან და აანონსებენ თავდასხმებს ლგბტ+ თემის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე.

GDI მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები ღირსების მარშის გამართვამდე, მათ შორის დაიწყონ გამოძიება ყველა დანაშაულის შემცველი შემთხვევის მიმართ, ხოლო დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში უზრუნველყონ თითოეული აქტივისტის უსაფრთხოება.

GDI მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფო უწყებების მიერ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს და აღმოუჩენს სამართლებრივ მხარდაჭერას კვირეულის ორგანიზატორებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: გუშინ, 15 ივნისს, ბიზნესმენმა, პარტია “ერთობა, რაობა, იმედი”-ს დამფუძნებელმა ხელისუფლებას დაგეგმილი “პრაიდის” კვირეულის აკრძალვის მოთხოვა წაუყენა:

დღეს არის 15 ივნისი, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ვაძლევთ 10 დღიან ვადას, 25 ივნისამდე, რომ გააუქმოს დაგეგმილი ე.წ. დაანონსებული პრაიდი, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციის და დაპირისპირების პროცესების განვითარებას.

ყოველ წელს, რომ არ გვიწევდეს სირბილი ამ სისულეებზე, მიიღონ კანონი, რომელიც აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდას ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რეგიონში მიმდინარე სერიოზული გეოპოლიტიკურ ცვლილებებებს, საქართველოსთან მიმართებაში...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანი ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...