ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"თბილისს სჭირდება - მერი ხალხისთვის, საზოგადოებას ვთავაზობ ჩემ...

“თბილისს სჭირდება – მერი ხალხისთვის, საზოგადოებას ვთავაზობ ჩემ კანდიდატურას განსახილველად” – ანა დოლიძე

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალური ქსელით მიმართვას ავრცელებს, სადაც თავის გადაწყვეტილებას ახმოვანებს, რომ აქვს სურვილი კენჭი იყაროს თბილისის მერის პოსტზე:

თბილისს სჭირდება – მერი ხალხისთვის

გადავავლოთ თვალი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ვის ვირჩევდით დედაქალაქის მერებად – ადამიანებს, რომლებსაც ძლიერი და გავლენიანი ჯგუფები გვთავაზობდნენ. არ ჰქონდა მნიშვნელობა, მათ კომპეტენციას, თბილისის სიყვარულს და იმ პრობლემების შეგრძნებას, რომელიც თბილისელებს გვაწუხებს. ამიტომ დაუგროვდა ამ ქალაქს წლების განმავლობაში უამრავი პრობლემა.

თბილისელები ვწუხვართ ბეტონის ჯუნგლებად ქცეულ ქალაქზე, “საცობებზე”, არამიზნობრივად გაფლანგულ ბიუჯეტზე, ანუ ჩვენ ფულზე, 21- საუკუნეში კანალიზაციის, ტროტუარების, გზების, მწვანე სივრცეების თუ სხვა პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის არ არარსებობაზე.

წუწუნი გასაგებია, მაგრამ ამდენი უკმაყოფილების და ხელის ჩაქნევის დრო არ არის.
პასუხი ერთია – თბილისს, რომელიც მაგალითია მთელი საქართველოსთვის, სჭირდება მერი, რომელმაც ზუსტად იცის რა სჭირდება ხალხს. თბილისს სჭირდება – მერი ხალხისთვის.
მეგობრებო, დიდი ხანია საუბარია მედიაში, ვინ უნდა იყოს მერობის საერთო კანდიდატი. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება ხალხისთვის. საზოგადოებას ვთავაზობ ჩემ კანდიდატურას განსახილველად. მე არასდროს დავუბრკოლებივარ შიშს, რომ ხალხის ინტერესის დასაცავად დავპირისპირებოდი წინა თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას და დიდ კორპორატიულ ინტერესებს.

15 წელი საჯარო სივრცეში ვდგავარ ჩვენი ხალხის გვერდით და ვფიქრობ, ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შევძლებ სწორედ, პასუხისმგებლობით, დამოუკიდებლად, მხოლოდ ხალხისთვის მსახურს. ეს დაადასტურა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობითვის ჩემმა ბრძოლამაც. ამომრჩეველის 18 პროცენტმა მხარი დამიჭირა, სწორედ როგორც ახალ, დამოუკიდებელ ძალას, ორპოლუსიანიბის მიღმა, ჩემი გავლილი გზის შეფასებით. ესაა ხალხის დაკვეთა“, – წერს ანა დოლიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...