spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შეცდომა იყო, არის და იქნება ოკუპანტის ვექტორის მომხრეებთან...

“შეცდომა იყო, არის და იქნება ოკუპანტის ვექტორის მომხრეებთან ჯდომა” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ხელისუფლების დასამარცხებლად დასავლეთის ვექტორის პარტიების გაერთიანებაა აუცილებელი და უარი უნდა ითქვას რუსეთზე მომუშავე ხალხთან ყოველგვარ ურთიერთობაზე:

მოკლედ საქმე ასეა: რასაც ვამბობდი და ვამბობ – გზა ერთია – დასავლეთის ვექტორის გაერთიანება. სანამ არ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ გაერთიანება არ არსებობს ოკუპანტის “კადრთან”, მანამდე ერთ წრეზე სიარული გველის. არ არსებობს კლანურ ბრძოლაში საქართველოს – ქართული სახელმწიფოს მოგება, რადგან ამ “კლანებს” პატრონი ერთი ჰყავთ – ოკუპანტი პუტინი.

შეცდომა იყო, არის და იქნება ოკუპანტის ვექტორის მომხრეებთან ჯდომა და “პუტუნი” მაღალ მიზნებზე ქვეყნისთვის, “ფსევდო გაერთიანება” არაფერს კარგს არ მოიტანს (გახსოვთ ალბათ ბურჯანაძის გამო, გავრილივის შემომყვანი კობახიძის საღლიცინო – საქილიკო გახდა ეს თემა, რუსეთის უპირობო მომხრესთან დაჯდა ოპოზიციაო და, რომ იცოდეთ, ბევრ ადამიანზე გარკვეულად მუშაობდა ეს, ამ ირაკლი კობახიძის დემაგოგია).

ობიექტურად კი ასეა, პოლიტიკურადაც და სწორი საბრძოლო სტრატეგიით, მართლა შეცდომაა – ვამბობდი და გავიმეორებ: დიახ, რუსეთთან – ოკუპანტზე წლების მანძილზე თანმიმდევრულად მომუშავე (ახლაც) ხალხი – პოლიტიკანები არ შეიძლება ამ ურთულეს ბრძოლაში – შეცდომაა და სირცხვილი, საქართველოს ერთ წრეზე “ჩატოვება”!!!

ბალტიის ქვეყნებმა ჭკვიანურად პრინციპულად გაიარეს გზა დასავლეთისკენ სრულფასოვნად მიმავალი! ერთი და იგივე შეცდომა დუპლეტს მოსდის მხოლოდ!

და როგორ აუხსნით ხალხს: ერთი ოკუპანტის “კადრი” მისაღებია და მეორე ასევე ოკუპანტის “კადრი” მიუღებელი?!

ასე არ გამოვა, არა!!! როგორ აუხსნით, რომ პოზნერთან მოსაუბრე, რომ ამბობს, რომ “საქართველომ ომი დაიწყო და მძინარე ცხინვალი დაბომბა და გორიც ჩვენვე დავბომბეთ თურმე”, რატომ განსხვავდება დუგინთან იგივე რიტორიკით მოსაუბრისგან?! ნუ შეიძლება თმის ვარცხნილობით მხოლოდ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო,...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...