ორშაბათი, ივლისი 14, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"NATO-სგან აღებულ ვალდებულებას ყოველწლიურად ვასრულებთ, მაგრამ კარებს არ...

“NATO-სგან აღებულ ვალდებულებას ყოველწლიურად ვასრულებთ, მაგრამ კარებს არ ვანჯღრევთ, არ ვანგრევთ – შემოგვიშვითო” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

პარტია ,,გირჩი – მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თაობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მმართველ ხელისუფლებას არ უმუშავია რეალურად იმ საკითხზე, რომ გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა:

,,მე არ მაქვს რაღაც განსაკუთრებული მოლოდინები, რომ ან ,,მაპს“ მივიღებთ, ან ნატოში მიგვიღებენ – ეგეთი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ ტყუილად.

მინიმუმ თუ დაფიქსირდება ის, რომ ნატოს კარი არის ჩვენთვის ღია, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქარველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო ბუდაპეშტის სამიტზე დაფიქსირებული – ეგეც უკვე იქნება კარგი.

ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებას არ უმუშავია პრაქტიკულად იმაზე, რომ ჩვენ მართლა გავმხდარიყავით NATO-ს წევრი.

გასაგებია, რომ ნატოსგან აღებულ ვალდებულებას ყოველწლიურად ვასრულებთ, მაგრამ კარებს არ ვანჯღრევთ, არ ვანგრევთ – შემოგვიშვითო“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...