ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას: 25 მლრდ ლარი სად...

“კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას: 25 მლრდ ლარი სად წაიღეთ? რას მოხმარდა 25 მლრდ ლარი?” – გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს და ხელისუფლებას მიმართავს

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე კონკრეტული ფინანსური პარამეტრები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ აუთვისებელი თანხების გამო სახელმწიფოს წინა წელს დაეკისრა ჯარიმა 10 მლნ ლარის ოდენობით, როცა ქვეყანა ისედაც საკმაოდ მძიმე კრიზისულ მდგომარეობაშია, ხოლო მოსახლეობა – უკიდურესად მძიმე ყოფაში:

,,ბატონო ფინანსთა მინისტრო, თქვენსავე ვებგვერდიდან წამოვიღე ოფიციალური სტატისტიკა. და ახლა ვნახოთ 25 მლნ ვისესხეთ და რა მდგომარეობაში ვართ დღეს ჩვენ.

მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა საქართველოში. ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის დროს, 200 ათასი ეკონომიურად აქტიური, შრომისუნარიანი ადამიანი, ვისაც უნდა შეექმნა ეკონომიკა, ქვეყნიდან გაიქცა.

საჯარო სექტორში დასაქმებულების რაოდენობა გაიზარდა, აბა რა, ბიუჯეტის ხარჯზე შექმნიდით სამუშაო ადგილებს, დაასაქმებდით თქვენს ნათესავებს, მეგობრებს, პარტიულ აქტივისტებს, ბიძაშვილ-მამიდაშვილება, მეუღლეებს. რაც არის ,,ქართული ოცნების“ სტანდარტი.

წლების წინ პენსიონერის პენსია იყო 76$, დღეს 71$-ია, ანუ შემცირდა პენსია. ეს იმ ფონზე, როცა წამალი გაძვირდა ინფლაციის გამო, ზეთის ფასი 3-ჯერ გაიზარდა, ასევე გაიზარდა შაქრის, პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასები. ამასთან ერთად პენსიონერებს უწევთ უსამართლოდ მაღალი პროცენტის გადახდა – 36%-ის, იმიტომ რომ თქვენ მონოპოლია მიეცით “ლიბერთი ბანკს”. თქვენ რომ სესხი აიღოთ, 10-11%-ად აიღებთ, მაგრამ პენსიონერს, რომელსაც ისედაც შეუმცირდა პენსია, თქვენი ყოფნისას ხელისუფლებაში, მოუწევს 36%-ად სესხის აღება.

საქართველოს თითოეული მოქალაქის საშუალო თვიური შემოსავალი დოლარში იყო 134$, გახდა – 103$. ეს ყველაფერი არის თქვენი მონაცემები.

ამის მერე კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას: 25 მლრდ ლარი სად წაიღეთ?! რას მოხმარდა 25 მლრდ ლარი?!

არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც გაჩერებულია დღეს ქვეყანაში. 10 მლნ ლარი მარტო გასულ წელს გადავიხადეთ ისეთ სესხებზე, რომელიც – ავიღეთ ვალი, პროექტი არ გავაკეთეთ და ჯარიმა გადავიხადეთ!

თქვენ, თქვენს ოჯახში, ასე გააკეთებდით, თქვენს სახლში?! – არ გააკეთებდით, ვალს არ აიღებდით და პროცენტს ტყუილად არ გადაიხდიდით!

რა გენაღვლებათ?! ახლა სახელმწიფო ბიუჯეტია – ავიღეთ ვალი, ვერ გავაკეთეთ, გადავიხადოთ კაცო, ჩვენი ჭირიც წაუღია, 10 მლნ რა პრობლემაა 18 მრლდ-ში.

სამწუხაროდ, ეს არის რეალურად საზეიმო პრეზენტაცია რომ მოაწყვეთ – იმის პასუხი.

25 მლრდ ლარი ვალი ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს, უმუშევრობა/სიღარიბე/სოციალური პრობლემები გაზრდილი…

მარტივად გეტყვით, ეს ფული ცოტა მაინც გამოგეყოთ იმისთვის, რომ 200 ლარი არ ჰქონდეს ბაღში მომუშავე ადამიანს ხელფასი, საარსებო მინიმუმზე ნაკლები. ან თუნდაც, იმ სამედიცინო პერსონალისთვის, ვინც ებრძოდა კორონავირუსს, მათთვის მაინც გამოგეყოთ – 500-500 ლარი მაინც დაგერიგებინათ. თქვენგან განსხვავებით 24/7-ზე მუშაობდნენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად ებრძოდნენ კორონავირუსს.

არა, ამისთვის თქვენ არც ერთი კაპიკი არ გაიმეტეთ, არ მითხრათ, იქ სამედიცინო დაწესებულებები დავაფინანსეთო, კვლევა ჩატარებულია ,,EMC“-ის მიერ და არაფერი მათ არ მიუღიათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

გიორგი ვაშაძე მოქმედი ხელისუფლების მიერ აღებული ვალის და ამ მხრივ შექმნილი პრობლემების თაობაზე:

ისეთი ვალი აგვკიდეთ, არათუ მივუახლოვდით, არამედ გადავაჭარბეთ კრიტიკულ ზღვარს და საქართველო შეიძლება “შავ სიაში” შეიყვანონ – გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ”...

მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და ქართველი ერის მიზანზე...

“ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, სამართლიან წესრიგს დაამყარებს” –...

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...