spot_img
მთავარიკანონი და სამართალიირაკლი ბერაია:"საქართველოს კიბერ უსაფრთხოებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონის...

ირაკლი ბერაია:”საქართველოს კიბერ უსაფრთხოებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონის ცვლილებები უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია”

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიამ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ კანონპროექტით კიბერ უსაფრთხოების ეროვნული ინსტიტუციური ჩარჩო და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება.

საკანომდებლო ცვლილებების შედეგად იზრდება ჩვენი ქვეყნის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების მედეგობის ხარისხი, ინერგება კომპიუტერული ინციდენტებისა და კიბერ შეტევების გამოვლენის და მათზე რეაგირების ეფექტიანი სისტემა. ხორციელდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კატეგორიზაცია და ინფორმაციული უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტების დანერგვისა და დაცვის ქმედითი მექანიზმები. კანონპროექტით კიბერ უსაფრთხოების ეროვნული ინსტიტუციური ჩარჩო და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობებიც ძლიერდება“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული კანონის მიღება ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მზარდმა ხასიათმა, ბოლო წლებში გახშირებულმა ფართომასშტაბიანმა კიბერ შეტევებმა, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნებისა და მათი სპეცსამსახურების კიბერ შესაძლებლობების გაძლიერებამ განაპირობა.

საკანონმდებლო ცვლილებებს დიდი ინტერესით ელოდნენ და რაც მთავარია, მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ეს ცვლილები კიბერ სივრცის მეტ დაცულობასთან ერთად, პარტნიორების მხრიდან კიბერ უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთვის გაზრდილი მხარდაჭერის მობილიზებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რუსთაველის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას...

„დედაქალაქის მთავარი გამზირი სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

“ივანიშვილმა ჯერ დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელსაც AI-ს სფეროში ქართველები უნდა მოემზადებინა და...

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...