შაბათი, აპრილი 20, 2024

“ბატონო მინისტრო, თუ იცით ვინ არიან მთვარი გმირები კოვიდთან ბრძოლაში?” – გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს მიმართავს

ბატონო მინისტრო თუ იცით ვინ არიან მთვარი გმირები კოვიდთან ბრძოლაში?” – ამ შეკითხვით მიმართა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრ, ლაშა ხუციშვილს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ. ოპოზიციონერმა ლიდერმა, შეკითხვის დასმის დროს, ყურადღება იმ სამედიცინო პერსონალზე გაამახვილა, რომლებიც ყველაზე მეტად იყვნენ უყურადღებობის მსხვერპლნი ხელისუფლების მხრიდან:

ბევრი ისაუბრეთ პანდემიაზე და კოვიდზე, ბატონო მინისტრო თუ იცით ვინ არიან მთვარი გმირები კოვიდთან ბრძოლაში? ალბათ, თქვენ არა, – ექიმები, ექთნები არიან. თუ გიფიქრიათ, რომ რაიმე იმ 5.6 მილიარდიდან, რაც ისესხეთ კოვიდის გამო, ამ ადამიანების სოციალური და საპრემიო უზრუნვეყოფისთვის რამე თანხა გამოგეყოთ?

მე წაგიკითხავთ ერთ-ერთი კვლევის შედეგებიდან ამონარიდს: “სამწუხაროდ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის არცერთი კომპონენტი ექთნებს და მათი სოციალური დაცვის გაუმჯობესებას არ შეეხება, ამასთან უკანასკნელ პერიოდში სამეციდინო პერსონალის მდგომარეობა კატასტოფულად გაუარესდა“. – ეს არის ხალხი ვინც 24/7-ზე მუშაოდა, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ეზრუნა, თქვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე. ნუთუ ერთხელ მაინც არ შეგაწუხათ ამ საკითხმა დაინტერესებულიყავით და ამდენი მილიარდებიდან ორი კაპიკი მაინც გამოგეყოთ ამ ადამიანებისთვის?!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული