spot_img
მთავარიკანონი და სამართალიბაჩანა შენგელიას გამოძიების მასალების გაცნობას სთავაზობს გენერალური პროკურატურა

ბაჩანა შენგელიას გამოძიების მასალების გაცნობას სთავაზობს გენერალური პროკურატურა

2018 წლის ნოემბერში, ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების მასალის გასაცნობად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბაჩანა შენგელიას საგამოძიებო უწყებაში მისვლა შესთავაზა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა ბაჩანა შენგელიას სთავაზობს მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში, სადაც მას შეხვდებიან საგამოძიებო ნაწილის  ხელმძღვანელები, სრულად გააცნობენ საქმის მასალებს და მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. განაცხადა გენერალურმა პროკურატურამ.

2018 წლის ნოემბერში, ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე  გამოკითხულ მოწმეებს შორის არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტები, ასევე სკოლის პედაგოგები და სხვა პერსონალი. გამოკითხულია ბაჩანა შენგელიას მიერ დასახელებული მისი ახლო ნათესავები, რომლებიც, მისივე განმარტებით, ფლობდნენ საქმეზე გარკვეულ ინფორმაციას. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა.

გამოძიების ფარგლებში განხორციელებულია სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე  მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე,  ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია.

ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებზე, სრულყოფილად ტარდება ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...