კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ძალიან ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ...

“ძალიან ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო” – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონატში მომხდარ ამბებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აუცილებელია საქმეში ჩაერთოს საგამოძიებო ორგანოები და პოლიცია, იმ შემთხევაში, თუ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ბავშვებზე ძალადობას და მათ მკაცრ ფიზიკურ დასჯას:

ბრალდება ძალიან დასაზუსტებელი ტერმინია. თუ ლაპარაკი არის აქ კრიმინალურ გადაცდომაზე, მაშინ აუცილებლად ეს საკითხი უნდა განიხილოს კრიმინალურმა პოლიციამ და სამართალდამცავებმა.

ამბობთ, იქ ბავშვებს სჯიდნენ, აი მე ეხლა თქვენც გეტყვით, თქვენ ახლა ახალგაზრდები ხართ, მთელ საზოგადოებას მოვუწოდებ – ხაზი გავავლოთ და აქეთ მხარეს დადგნენ ისინი, ვისაც ბავშვი არასოდეს არ დაუსჯია – საკუთარი შვილი, აქეთ მხარეს დადგნენ, ვისაც დაუსჯია და კიდევ აქეთ მხარეს დადგნენ, ვისაც უცემია საკუთარი შვილი.

ე.ი. აქ ლაპარაკი არის ოცი წლის წინანდელ ამბებზე, თხუთმეტი წლის წინანდელ ამბებზე და მაშინ, როდესაც ოჯახებშიც კი ხდება ეს დღემდე.

ეს არის გადაცდომა. მე ვთვლი, რომ ბავშვი ფიზიკურად არ უნდა დასაჯო – მე ესე მიმაჩნია, ოღონდ ეს ძალიან ძნელია, ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო.

თუ ლაპარაკი არის დასჯის მკაცრ გადაცდომებზე, ეს უკვე კრიმინალური დანაშაულია. ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...