ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ქართული ოცნების” ხელისუფლება გახლავთ ის ხელისუფლება, რომელიც აგერ უკვე მეცხრე წელია უზრუნველყოფს სტაბილურობას – თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ოკუპაციის პირობებში ხელისუფლების როლზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და ,,ქართული ოცნება“ ცხრა წლის განმავლობაში ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას:

,,მე ვარ ერთი კულტურის მინისტრი, მაბარია სპორტი და ასევე ახალგაზრდობის სააგენტო.

საქართველო გახლავთ ოკუპირებული ქვეყანა.

საქართველო გახლავთ ის ქვეყანა, რომელსაც აქვს უმძიმესი გეოპოლიტიკური, ეროვნული უშიშროების გამოწვევები და ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება გახლავთ ის ხელისუფლება, რომელიც აგერ უკვე მეცხრე წელია ასეთი გამოწვევებისა პირობებში და ოკუპირებულ ქვეყანაში უზრუნველყოფს სტაბილურობას, ეროვნული უშიშროების პრიორიტეტების დაცვას.

თქვენ ეს რომც არ აღიაროთ, ეს არის ხილული იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული