სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“პარლამენტის წევრობა არ ნიშნავს იმას მე რა მინდა და არ მინდა, არამედ ნიშნავს იმას, თუ რა უნდა ქართველ ხალხს” – გიორგი ვაშაძე

არცერთი დღევანდელი წამოძახება არ იყო იმ საკითხებზე რაც აწუხებს ხალხს, არცერთი საუბარი არ იყო საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზე“ – ასე შეაფასა დღევანდელი სასესიო სხდომა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ. როგორც მან აღნიშნა ქვეყანაში საჭიროა, რომ დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკა გახდეს ხალხზე ორიენტირებული

დღეს ჩვენ ვნახე პარლამენტში მორიგი კინკლაობის დღე. დღეს აქ იყო საუბარი ცხრა წელზე, ბიძინა ივანიშვილზე, ვინ კარგია და ვინ ცუდი მაგრამ არავის უსაუბრია საქართველოს მოქალაქეებზე.

არცერთი დღევანდელი წამოძახება არ იყო იმ საკითხებზე რაც აწუხებს ხალხს, არცერთი საუბარი არ იყო საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზე.

მეგობრებო პარლამენტის წევრობა არ ნიშნავს იმას მე რა მინდა და არ მინდა, არამედ პარლამენტის წევრობა ნიშნავს იმას, თუ რა უნდა ქართველ ხალხს!

ის პოლიტიკური კრიზისი, რაც ქვეყანაში გვაქვს, საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას, საჭიროა შეწყდეს ერთმანეთის ლანძღვა და ქილიკი, რადგან ჩვენი საქმეა პირად ინტერესებზე წინ დავაყენოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული