ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“თუ ყველა არ მოაწერს ხელს ე. წ. შარლ მიშელის შეთანხმებას, “ქართული ოცნება” რა ვალდებულია, რომ 43%-იანი დათქმა შეასრულოს?!” – ბონდო მძინარაშვილი

შარლ მიშელის დოკუმენტთან მიმართებაში აღებული ვალდებულებებთან დაკავშირებით საუბრობს საზოგადოებრივი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:

“თუ ყველა არ მოაწერს ხელს ე. წ. შარლ მიშელის შეთანხმებას, “ქართული ოცნება” რა ვალდებულია, რომ 43%-იანი დათქმა შეასრულოს?!

იმ შეთანხმების პირობები ხომ ყველასთვის ერთნაირად სავალდებულოა?!

იქნებ მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აქვს ვალდებულებები და სხვები “ღმერთთან ლაპარაკობენ”?!

მე არ მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” ამ “ბარიერის” გადალახვა გაუჭირდება ასეთი ოპოზიციის პირობებში!

და საერთოდ არ ვარ ვადამდელი არჩევნების მომხრე, რადგან ჩემთვის საქართველოს კონსტიტუციაა უზენაესი კანონი და მიუღებელია ნებისმიერი შეთანხმების კონსტიტუციაზე მაღლა დაყენება!

ამასთან, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში ასეთი პრეცენდენტი დაუსრულებელი კრიზისების სპირალში შეგვიყვანს, რომელსაც თავს ვერასდროს დავაღწევთ!

ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ქვეყანაში, ცალკეული პარტიების აგრესიული ფანკლუბების გარდა, კიდევ არიან ადამიანები, ვისთვისაც საქართველოა უპირველესი!” – წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული