spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ექვსი თვის განმავლობაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ოპოზიცია ყურით ატარა...

“ექვსი თვის განმავლობაში “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოპოზიცია ყურით ატარა და საკუთარი დღის წესრიგის მძევლებად გახადა” – ირაკლი ჩიქოვანი

ძალიან ბევრი საუბარი მოვისმინე იმაზე, თუ როგორ მიესალმებიან ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას მაგრამ მე არ მივესალმები იმას რომ ექვსი თვის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიცია ყურით ატარა და საკუთარი დღის წესრიგის მძევლებად გახადა. ადამიანები რომლებიც გახადეს ბრალდების ადრესატად მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ დემოკრატიული პროცესების შესაბამისად განხორციელებული არჩევნების შედეგად, დემოკრატიული ინსტიტუტის მუშაობაში მიეღოთ მონაწილეობა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს ყველა ოპოზიციურმა ძალამ, დაიცვან ის და იმუშაონ ყველასთან ერთად საქართველოს პარლამენტში. ეს არის ის სულისკვეთება, რომელზეც საუბრობს შარლ მიშელის დოკუმენტი და საუბრობს ყველა ჩვენი პარტნიორი“, – ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა მზაობა გამოხატა და თანამშრომლობს ყველასთან და ასევე თანამშრომლობისკენ მოუწოდა ოპოზიციას.

ვსაუბრობთ იმაზე რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან. დიახ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან და ამისთვის მზაობა გამოვხატეთ, მაგრამ ითანამშრომლეთ ისე რომ თქვენც გქონდეთ კონკრეტული წინადადებები. შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების პასუხისმგებლობა თქვენი წარმოდგენით, სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაზეა. ეს ასე არ არის. არ შეიძლება და ვერ მოხდება ისე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ცალ კარში ითამაშოთ. თქვენც გჭირდებათ პასუხისმგებლობის აღება და მნიშვნელოვანი რეფორმები ერთად უნდა გავატაროთ. ამ თანამონაწილეობაში ვგულისხმობთ იმას, რომ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა კონკრეტული საკითხების გადაწყვეტილებაში არა ბელეტრისტიკით არამედ რეალურად საქმით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო...

კახეთში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულ ფაქტებზე აქცენტით და მძიმე...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“დაგვაზიანეს, მაგრამ ვერც ოპოზიცია გააჩერეს, ვერც ხალხი” – ელენე ხოშტარია

"ყველა პროდასავლურ პარტიას და საზოგადოებრივ ჯგუფს გავუზიარებ ჩემს გეგმას,...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...