კვირა, მარტი 16, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგია"თბილისში 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული...

“თბილისში 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული მოეწყო და განახლდა” – ანდრია ბასილაია

ბოლო სამი წლის განმავლობაში, თბილისში, 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული მოეწყო და განახლდა, რაც ჯამში, 100 ჰექტარია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ დღეს გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო მაღალი ხარისხის მწვანე, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა დედაქალაქში და ამ მიმართულებით ძალიან დიდი ფრონტი გავშალეთ. შედეგი სახეზეა: სამი წლის მანძილზე მოწყო 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული, რაც ჯამში, 100 ჰექტარი განახლებული და მოწყობილი სივრცეა. ამან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხზე“, – განაცხადა ანდრია ბასიალაიამ.

მისივე თქმით, ახალმა გენერალურმა გეგმამ თბილისს ტყე დაუბრუნა.

გენგეგმამ დააბრუნა ტყე დედაქალაქში. როგორც მოგეხსენებათ, სატყეო ზონა არ არსებობდა. დაახლოებით 14 ათას ჰექტარს მიენიჭა სატყეო ზონის სტატუსი, რაც ყველაზე მაღალი დაცვის ფუნქციური ზონაა დედაქალაქში. ეს არის იმის გარანტი, რომ ეს მნიშვნელოვანი ფერდები შენარჩუნდება, თუმცა, ჩვენ მხოლოდ ზონირებაზე არ შევჩერდით და აქტიურად ვახორციელებდით დეგრადირებული ტყეების რესტავრაციას კუს ტბის ფერდზე, ნაძალადევში, ჟინვალის ქუჩის მიმდებარე ფერდსა და თბილისის ზღვის მიმდებარე ფერდზე. ჯამში, 20 ჰექტარზე მოეწყო ტყე იქ, სადაც ბოლო წლებში ფაქტობრივად აღარ იყო დარჩენილი მწვანე ნარგავი“, – აღნიშნა მერის მოადგილემ .

ანდრია ბასილაიამ მთაწმინდის ფერდის აღდგენაზეც ისაუბრა და ფონდ „ქართუს“ პროექტისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც იცით, ჩვენ მოსვლის დღიდან ავტეხეთ განგაშის ზარები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა მთაწმინდის ფერდზე. იქ არსებულმა მასშტაბმა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც მყისიერად ჩაერთო საქმეში“, – აღნიშნა მან.

ანდრია ბასილაიას თქმით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შესამცირებლად, მერიამ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, პარლამენტის ხელშეწყობით, შეიმუშავა ახალი რეგულაცია, რომელიც ეხება ამტვერებადი მასალების გამოყენებას სამშენებლო მოედნებზე, ასევე, მის გადაადგილებას და შენახვას. შედეგად, ჰაერში მტვრის კონცენტრაციის მაჩვენებელი დედაქალაქში მნიშვნელოვნად შემცირებულია.

მერის მოადგილის განცხადებით, კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ქალაქში შემოვიდა, ეხება მშენებლებისთვის დენდროლოგიური პროექტის განხორციელების აუცილებლობას, რის შედეგადაც ბოლო წლების განმავლობაში, მშენებლებმა 17 ათასამდე ძირი ხის დარგვის ვალდებულება აიღეს სხვადასხვა სამშენებლო პროექტის განხორციელების დროს. გარდა ამისა, მერიამ შეიმუშავა 50-მდე ხე-ნარგავის ნუსხა, რომელიც თბილისზეა მორგებული.

მერის მოადგილის განმარტებით, 2021 წელს გარემოს დაცვის მიზნებისთვის წინა წელთან შედარებით 2-ჯერ მეტი თანხა გამოიყო.

ამასთან, როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რისთვის მათ მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ვაკის პარკი, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, ანბანის სკვერი და სხვა ადგილები სწორედ მათი ბრძოლის შედეგად გადარჩა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართული ოცნება” თქვენი წყალობით, ბოლო რამდენიმე წელში ნარკომომხმარებელთა რიცხვი უსაშველოდ გაიზარდა! – ელისო კილაძე

ნარკომანიის პრობლემასთან, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მიერ გაცხადებულ გეგმებს,...

“გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა – ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის...

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების...

“5 მიზეზი, რატომაა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი მნიშვნელოვანი” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პოლიტიკური შეფასებებისას...

“თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს – რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით. იცოდეთ,...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მომავალში უფრო მეტი წარმატებები გვექნება ღვთის წყალობით, უფრო მეტი გამარჯვება და შევძლებთ, რომ ყოველთვის,...

ქართველი მოკრივე, გიორგი ჭიღლაძე გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს: ,,საკმაოდ...

“ბოდიშს დიდი ძალა აქვს. მიშაზე ბევრს აქვს მოსახდელი ბოდიში. მე, ეს დიდი ხნის წინ...

პარლამენტის ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე, ერთი ისტორიის...

საქართველოში 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 2025 წლის თბილისის დროით 15:28 საათზე, თბილისიდან 63...

“საშუალო დონის კომენდიანტად ზელენსკის მოხსენიება ვერ მიაყენებს მას ჩრდილს” – რომან გოცირიძე

აშშ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კონკრეტულ გამონათქვამებს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ...