პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ლიდერმა უბრალოდ აიღო, ჩვენ დაგვყარა ასე და მიგვატოვა” – თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გიორგი გახარიასთან მიმართებაში:

,,ბიძინა ივანიშვილი, გახარიას გასაოცარ საქციელს, ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს. რა ჰქვია აბა ამ საქციელს, თუ არა სწორედ ღალატი, იმედგაცრუება?! ვინაიდან, ძალიან სალაპარკო ენაზე რომ ვთქვა, – მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ აიღო, ჩვენ დაგვყარა ასე და მიგვატოვა მაშინ, როდესაც კანონი იყო დასაცავი.

როგორც ჩანს ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი, დღეს გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული