ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიირაკლი ხმალაძე: აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილი გადაცდომები ფორმალური...

ირაკლი ხმალაძე: აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილი გადაცდომები ფორმალური ხასიათისაა

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილი გადაცდომები, ძირითადად, ფორმალურ ხასიათს ატარებს, მათ შორის თანამშრომლთა სამუშაო საათების აღრიცხვა.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიის თანამშრომლების უმრავლესობის სამუშაო დღე დილით ტურნიკეტზე ბარათის მიდებით არ იწყება.

სახეზე გვაქვს ფორმალური ტიპის გადაცდომები. მაგალითად, თანამშრომლებისა და მათი ნამუშევარი საათების აღრიცხვა ტურნიკეტის მეშვეობით.

პირველ რიგში, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მერიის თანამშრომლების ნახევარზე მეტის საქმე დილით ტურნიკეტზე ბარათის მიდებით არ იწყება. ისინი ქალაქში უამრავ საქმეს აკეთებენ: ზოგი პირდაპირ ობიექტზე მიდის, ზოგი სკვერში, ზოგი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ზოგი მოქალაქესთან შეხვედრით იწყებს თავის სამუშაო დღეს. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება, ტურნიკეტის მონაცემებით არ ჰქონდეს თანამშრომელს სრულად გამომუშავებული გეგმიური საათების რაოდენობა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი აუდიტის სამსახურმა უნდა დააფიქსიროს.

ჩვენ აუდიტის სამსახურთან კომუნიკაციისთანავე დავიწყეთ მოკვლევა. თუ გამოვლინდა დარღვევის ფაქტები, ცხადია, რეაგირებას მოვახდენთ. გაითვალისწინეთ, რომ მუნიციპალიტეტში მუშაობს 28 ათასი თანამშრომელი და მერია ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოებს ახორციელებს. დიდ საქმესთან ერთად, ჩემთვის მოულოდნელი არ არის მსგავსი ტიპის ფორმალური გადაცდომები,“- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება დიდი გამავლობის ავტომობილების შეძენას, ვიცე-მერი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ნებისმიერი ფორსმაჟორისთვის მზად უნდა იყოს.

ბოლო წლები ძალიან მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტში ხშირად აქვს ადგილი ფორსმაჟორულ გარემოებებს. ნებისმიერი სიტუაციისთვის მერიას უნდა ჰქონდეს მზაობა. ავტოპარკი მუდმივად გასაახლებელია. ეს აქამდეც კეთდებოდა, დღესაც კეთდება და მომავალშიც ასე იქნება, რათა მზად ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევისთვის და ყველა კუთხით მივეხმაროთ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განცხადებით, იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია საუბარი, მუნიციპალიტეტს მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს.

არ ვამბობ, რომ ცალკეული გადაცდომები არ არსებობს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები დაფიქსირებულა ბოლო წლების განმავლობაში. სადაც დარღვევები გამოვლინდება, სათანადო რეაგირებასაც მოვახდენთ. აუდიტის სამსახურის ეს დასკვნა სიახლე არ არის. გარკვეული დარღვევები მუნიციპალიტეტში ყოველთვის ხდებოდა. მთავარია, მუნიციპალიტეტმა საქმე გააკეთოს, ასეთი ტიპის დარღვევების მიმართ ვიყოთ ყურადღებით და არსებობდეს ინსტრუმენტი და მექანიზმი, რომ მოვახდინოთ პრევენცია, რათა გადაცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ, ხოლო თუ ისინი მაინც განმეორდება, დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტრამპის საგარეო პოლიტიკამ დასაშვები გახადა ომის დამნაშავის გვერდით დგომა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებაზე...

“ის მისწრაფება, რასაც ქართველი ხალხი გამოხატავს ევროკავშირთან დაკავშირებით, არ აღიქმება ოპოზიციის გზად” – ირაკლი...

ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკურ შეფასებას და კონკრეტულ შედარებას...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოსყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ლიტერატურის, შემოქმედების, ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...