პარასკევი, მარტი 29, 2024

დავიცვათ ნიადაგი, ტყეები, წყლის რესურსები, ჰაერი: გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს

გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს:

5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ!

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მნიშვნელოვანია გადავაფასოთ გარემოსთან დაკავშირებული შეხედულებები და შევცვალოთ ჩვენი ქმედებები: დავრგოთ მეტი ხე, გავამწვანოთ ქალაქები, დავასუფთაოთ გარემო, შევამციროთ პლასტმასის მოხმარება და ვიზრუნოთ ეკოსისტემების აღდგენასა და შენარჩუნებაზე.

ჩაერთე გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დაწყებულ გამოწვევაში, გარემოსაღდგენისთვის და შეიტანე შენი წვლილი პლანეტის აღდგენაში!

ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ გარემოსთან ჰარმონიაში!” – ნათქვამია მიმართვაში და სამინისტრო კონკრეტულ მითითებებსა თუ რჩევებსაც აქვეყნებს:

 

ნიადაგის დეგრადაცია და გაუდაბნოება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. კვლევების თანახმად, ჩვენი პლანეტის მიწის ფართობის 75%-ზე მეტი დეგრადაციას განიცდის.
გაუდაბნოების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ფერმერების მიერ მცენარეული ნარჩენების დაწვაა, რაც ხშირად, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დაზიანებასთან ერთად, ხელოვნურ ხანძარებს იწვევს და დიდ ზიანს აყენებს გარემოს.

შეიტანე შენი წვლილი გარემოს დაცვაში – ნუ გადაწვავ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს

 

ტყეები ჩვენი პლანეტის ფილტვებია. მათი რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. დაიცავი დედამიწის უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსი:

მარტივი წესების გათვალისწინებით შეამცირე ტყის ხანძრები:

ნუ დააგდებ ანთებულ სიგარეტს ტყეში და ნუ დატოვებ კოცონს უყურადღებოდ

ნუ დაანთებ ცეცხლს გამხმარი ბალახისა და ტოტების სიახლოვეს;

ნუ დაანაგვიანებ ტყეს

დარგე მეტი ხე

 

წყლის რესურსების სწორი მართვისა და დაცვის საკითხები აქტუალურია. ზედაპირული წყლების დაბინძურება კი, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება!

დაიცავი წყლის რესურსები:

ნუ დააბინძურებ მდინარეებს, ტბებსა და ზღვებს;

დაასუფთავე სანაპიროები.

 

 

შენ შეგიძლია შეამცირო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება თუ რამდენიმე მარტივ რჩევას გაითვალისწინებ:
ხშირად იარე ფეხით ან ველოსიპედით;

ნუ გამოიყენებ ავტომობილს მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად
ავტომანქანის შეძენისას არჩევანი გააკეთე ეკო-მეგობრულ ტრანსპორტზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული