პარასკევი, აპრილი 26, 2024

“საცოდავი ქვეყანა ავაშენეთ, საზიზღარი და საცოდავი” – ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დისკუსიას ეხმიანება აკუსტიკური იარაღის აკრძალვის თაობაზე და მიაჩნია, რომ ქვეყანაში სხვა არაერთი ბევრად უფრო მძიმე პრობლემაა, რაზეც ახლა უნდა მიდიოდეს დისკუსია:

დღევანდელი ამბები პარლამენტიდან: ახლა ვზივარ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე და ვუსმენ მმართველი გუნდის და ოპოზიციის ცხარე დებატებს აკუსტიკური იარაღის აკრძალვის შესახებ. სათამაშო პისტოლეტებს კრძალავთო ოპოზიციამ, არაო უმრავლესობამ ფუჭ ტყვიებს ისვრისო. თუ ფუჭია როგორ ისვრისო. თქვენთვის ფუჭია და შეიძლება ვიღაცას გული გაუხეთქოსო – უმრავლესობის რომელიღაცა წევრმა წამოიძახა დარბაზიდან.

დღევანდელი ამბები რეალური საქართველოდან: შუქრუთელებმა, რომელებსაც მანგანუმის მომპოვებლები ფეხქვეშ მიწას აცლიან, პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა დაიწყეს. ისინი 100 დღეზე მეტია აქტიურ საპროტესტო მოქმედებებში არიან ჩართულები; ერთი თვეა შეიშილობენ და პირი ამოიკერეს პროტესტის ნიშნად. ამ ხალხზე არავინ ყურს არ იბერტყავს. იმის იმედიც კი არ აქვთ რომ საკუთარი მთავრობა რამეს შეუცვლით და აშშ-ს საელჩოსთან შეიკრიბნენ.

საცოდავი ქვეყანა ავაშენეთ. საზიზღარი და საცოდავი,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახუშტი მენაბდე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული