პარასკევი, აპრილი 26, 2024

“გაოგნებულიც ვიყავი, როცა გავიგე, რომ თურმე 2018 წლიდან არ შესულა სახალხო დამცველი პანსიონში” – სოზარ სუბარი ნინო წმინდის პანსიონზე

პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ეხმიანება ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ პრობლემებს და აცხადებს, რომ თუ სახალხო დამცველს პანსიონში არ უშვებდნენ, მას მაშინვე უნდა აეტეხათ განგაში:

,,ბუნებრივია აქვს უფლება, აუცილებლად უნდა შევიდეს და შეშვებული უნდა იქნას სახალხო დამცველი.

მე ცოტა გაოგნებულიც ვიყავი, როცა გავიგე, რომ თურმე 2018 წლიდან არ შესულა სახალხო დამცველი. არ ვიცი დღეს რატომ გახდა ეს საკითხი მარტო ასე აქტუალური იმიტომ, რომ როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება, მას მაშინვე უნდა აეტეხა განგაში. ეს არის სასწრაფოდ გამოსასწორებელი.

ახლა, რატომ არ გააკეთა სახელმწიფომ უფრო მკაცრი რეაგირება?

მე ზოგადად არ მგონია, რომ სახალხო დამცველის შეყვანა ასეთ სიტუაციაში თვითონ სახალხო დამცველისთვის, მისი წარმომადგენლისთვის კარგი იყოს პოლიციით და ჯარით რომ შევიყვანოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის შევა და დავეხმარებით აუცილებლად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული