სამშაბათი, ივლისი 15, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" - ასე ჰქვია ფრაქციას,...

“შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” – ასე ჰქვია ფრაქციას, რომელიც დღეს შევქმენით – გიორგი ვაშაძე

საქართველოს პარლამენტში დღეს ოპოზიციურმა სპექტრმა შექმნა ახალი ფრაქცია, რომლის წინაპირობა გახდა შარლ მიშელის დოკუმენტი და ის რეფორმები, რისი რეალიზების პასუხისმგებლობაც ხელმომწერმა პარტიებმა აიღეს. ფრაქციაში გაერთიანდა 3 პოლიტიკური ძალა და უპარტიო დეპუტატები:

,,პარლამენტში დღეს კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა. ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ – ასე ჰქვია ფრაქციას, რომელიც დღეს შევქმენით, იგი არის მრავალპარტიული და მასში გაერთიანებულები არიან ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც მართლაც დაგვეხმარნენ – ზურა ჯაფარიძე დაგვეხმარა, რომ ფრაქცია შეგვექმნა.

ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვნია!

პირველ რიგში, ფრაქცია – ეს არის მექანიზმი უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ პარლამენტში. ფრაქციის სახელწოდება ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ მოდის იმ შეთანხმებიდან, რომლის საფუძველზეც შემოვედით ამ პარლამენტში და რომელი შეთანხმების რეალიზებაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე.

  • ფრაქციის ხელმძღვანელი იქნება ქალბატონი ხათუნა სამნიძე;
  • ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იქნება ბატონი პაატა მანჯგალაძე;
  • ფრაქციის აპარატს უხელმძღვანელებს ბატონი სერგო ჩიხლაძე.

ეს არის ის მენეჯმენტი, რომელიც გვექნება ფრაქციაში. ჩვენი ფრაქციის მთავარი მიზანია, ვიყოთ ხალხის ხმა პარლამენტში და გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იგრძნონ, პოლიტიკა/პარლამენტი არის მათთვის და არა მხოლოდ ელიტისთვის, რომლებიც მხოლოდ ელიტისტურ თემებზე საუბრობს ხოლმე.

ჩვენი მიზანია ვისაუბროთ ხალხის პრობლემებზე და ვაიძულოთ ,,ქართული ოცნებას“, როგორც შეთანხმების შერულება, ასევე, რაც ყველაზე მნიშნელოვანია, ხალხის საჭირბოროტო საკითხებზე კონკრეტული პასუხი გაგვცეს და მისცეს ხმა, როგორიცაა: საპესიო, უმუშევრობის, წამლის ფასები, სასამართლო რეფორმა, უამრავი საკითხი, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებთ.

ჩვენ ვიქნებით ყველაზე აქტიური ჯგუფი იმისათვის, რომ მალე ცვლილებები შევიტანოთ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

შეთანხმების შესაბამისად ფრაქცია ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელი იქნება ,,რესპუბლიკური“ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. ფრაქციაში გაერთიანებულია 3 პოლიტიკური პარტია და ინდივიდუალური დეპუტატები: ,,სტრატეგია აღმაშენებელი“, ,,გირჩი – მეტი თავისუფლება“, ,,რესპუბლიკური პარტია“ და დამოუკიდებელი დეპუტატები, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და უპარტიო დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

“თითქმის ყველა აქტიური ოპოზიციონერი ლიდერი ტყვეობაში გყავთ და შალვა, შენ შირაქის ველზე რომელ ლიდერებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს პასუხობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...