კვირა, ივლისი 13, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაერთაშორისო ურთიერთობებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაფართოებულ ფორმატში დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებზე ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები მიმოიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები დასახეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ერთობლივ რეგიონალურ პროექტებს, რაც რეგიონის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს და რეგიონის ფარგლებს გარეთ მნიშვნელობას შეიძენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლებაზე ისაუბრეს. აღნიშნული საბჭოს მუშაობის განახლება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების უფრო აქტიურ თანამშრომლობას. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

დეტალურად განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. აქცენტი გაკეთდა თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე, რადგან თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატი განიხილეს, რომელსაც განვითარების შემდგომი პერსპექტივები გააჩნია.

შეხვედრების დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...