ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებივპირდები თბილისელებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ამ ქალაქში...

ვპირდები თბილისელებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ამ ქალაქში პრობლემა არასდროს დადგება – კახა კალაძე

ამ ქალაქში მოსახლეობას ყოველთვის სუფთა, მოწესრიგებული, სწრაფი ავტობუსები და მიკროავტობუსები მოემსახურება,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრა.

ჩვენ გვახსოვს წლების განმავლობაში ქალაქში როგორი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდა. კერძო ავტომობილების რაოდენობის გაზრდა ამანაც განაპირობა. თუმცა, ე. წ. ყვითელი ავტობუსების შემოყვანამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რადგან ეს იყო ის დრო, როდესაც არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუბედურებული იყო. ჩვენ ვფიქრობთ მომავალზე, ამიტომაც შემოვიყვანეთ ერთ-ერთი საუკეთესო კომპლექტაციის მქონე 8-მეტრიანი, 10-მეტრიანი, 12-მეტრიანი ავტობუსები და ამ შესყიდვების ციკლს დავასრულებთ 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანით. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გამოიყენოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში კიდევ 380 ერთეული ავტობუსი და 700 ერთეული მიკროავტობუსი შემოვა.

ავტობუსების პარკის განახლება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დაპირება იყო. ეს მნიშვნელოვან დანახარჯებს უკავშირდებოდა, მაგრამ კახა კალაძის გუნდმა ეს შეძლო და დღეს უკვე თბილისის ჰყავს, ჯამში, 680 ერთეული, რომელიც უკვე ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას და მიმდინარეობს დამატებითი რაოდენობების – 180 ერთეული 8-მეტრიანი და 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა.

ჩვენ მოვახერხეთ 300 ერთეული მიკროავტობუსის ჩანაცვლება. დღეს უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები დასრულდა, ხელმოწერილია ხელშეკრულებები კომპანიასთანაც და საბანკო დაწესებულებებთანაც. უკვე შესყიდულია 700 ერთეული, რომლითაც სრულად ჩანაცვლდება მიკროავტობუსების პარკი და ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

“ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...